ვინ გახდა საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი? - ნომინაციებში გამარჯვებულები გამოვლინდნენ

AutoSharing Option
26 დეკემბერს სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წლის შემაჯამებელი ღონისძიება, GFF Awards 2022 გაიმართა.

GFF Awards 2022-ზე საუკეთესოები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდნენ:

2022 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი - ხვიჩა კვარაცხელია ("ნაპოლი");

2022 წლის სეზონის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი - ეთერ სულაშვილი ("ლანჩხუთი");

2022 წლის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი - ანზორ მექვაბიშვილი ("დინამო თბილისი");

2022 წლის სეზონის ფუტსალის საუკეთესო მოთამაშე - ზვიად კუპატაძე;

2022 წლის სეზონის საუკეთესო მსაჯი - ალექსანდრე აფციაური;

2022 წლის სეზონის ქალთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი -
ლელა ჭიჭინაძე ("დინამო სოხუმი");

2022 წლის სეზონის ქალთა ლიგის საუკეთესო მწვრთნელი - ავთანდილ რევიშვილი ("მართვე");

ალექსანდრე ჩივაძის მედლები 2022 წლის საუკეთესო 17 და 19 წლამდე მოთამაშეებისთვის (გადაეცემათ 2006 და 2004 წლებში დაბადებულ ფეხბურთელებს) - 

U17

ბრინჯაოს მედალი - ალექსანდრე თურქია ("დინამო თბილისი");

ვერცხლის მედალი - საბა გეგუჩაძე ("საბურთალო");

ოქროს მედალი - სოსო კოპალიანი ("ლოკომოტივი")

U19

ბრინჯაოს მედალი - ჯადული იობაშვილი ("დინამო თბილისი");

ვერცხლის მედალი - საბა გოგლიჩიძე ("ტორპედო")

ოქროს მედალი - ლუკა ლაცაბიძე ("დინამო თბილისი')

Sportall.Ge

ტრადიციულად, დაჯილდოებაზე ეროვნული ლიგის საუკეთესოები გამოვლინდნენ.

საუკეთესო მეკარე - ლუკა კუტალაძე ("დინამო თბილისი";

საუკეთესო მცველი - ჯიმი ტაბიძე ("დინამო თბილისი")

საუკეთესო ნახევარმცველი - სანდრო ალთუნაშვილი ("დინამო ბათუმი"); 

საუკეთესო თავდამსხმელი - ჯოვინო ფლამარიონი ("დინამო ბათუმი")

საუკეთესო მწვრთნელი - გიორგი ჭიაბრიშვილი ("დინამო თბილისი");

საუკეთესო გოლი - მილან რადინი ("დინამო ბათუმი");

საუკეთესო ფეხბურთელი - ჯოვინო ფლამარიონი ("დინამო ბათუმი")

2022 წლის რჩეულების გამოსავლენად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და ეროვნული ლიგის გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს ეროვნული ლიგის ათივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა და თერთმეტმა ფეხბურთელმა, ფუტსალისა და ქალთა ლიგების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა, ასევე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა. სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ორგანიზებით, გამოკითხვაში ჩართული იყვნენ სპორტული მედიის წარმომადგენლები.

altწლის მოვლენა! კვარაცხელია "მარად პერსპექტიულობის" გარეშე - გოლი 17 წლის შემდეგ...

altთბილისის "დინამო" ჩემპიონობასთან და კვლავ ფიფიასთან ერთად - რა იქნება ევროტურნირებზე?

მკითხველის კომენტარები / 4 /
სფფ,მიაქცით ემიგრანტ ბავშვებს ყურადღება,ისრაელში თამაშობს 17 წლის გიორგი კუპრავა.მას უკვე ისრაელის ასაკობრივ ნაკრებში იწვევენ.წარამატებები ყველას.
მესი
12:14 27-12-2022
1
საუკეთესო მეკარე შოვნაძე რატომ არ გახდა?
ხვიჩა
21:41 26-12-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული