გიორგი ჩხაიძე საქართველოს ქალთა ნაკრებს აღარ უხელმძღვანელებს

AutoSharing Option
გიორგი ჩხაიძე საქართველოს ქალთა ეროვნულ ნაკრებს აღარ უხელმძღვანელებს. მწვრთნელსა და სფფ-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ამოიწურა.

გიორგი ჩხაიძემ საქართველოს ქალთა ეროვნული გუნდი 2021 წლის აპრილში ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით ჩვენმა გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზა და ჯამში 10 მატჩი ჩაატარა.

სფფ-ის სახელით, გვსურს მადლობა გადავუხადოთ გიორგი ჩხაიძეს გაწეული სამსახურისთვის და წარმატება ვუსურვოთ მომავალ საქმიანობაში.

nakrebi.ge