ქეცბაია: რადგან საბერძნეთს მოვუგეთ, ბევრის მიღწევა შეგვიძლია

AutoSharing Option
ერთა ლიგაზე სახლში საბერძნეთის 1:0 დამარცხების შემდეგ, კომენტარი კვიპროსის ნაკრების მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ გააკეთა:

"როდესაც საბერძნეთს ამარცხებ, შენს ბრძოლისუნარიანობას აჩვენებ. კოსოვოში ძალიან გაგვიჭირდება, მაგრამ იქ იმედიანად მივემგზავრებით. გამარჯვება დავიმსახურეთ და მივიღეთ. მე მჯერა ეროვნული გუნდის. ძალიან კარგი, გამოცდილი და ნიჭიერი ფეხბურთელები გვყავს. მცველი რობერჟი მწვერვალია... აქ ყოფნით მოხარული ვარ. ეს ჩემი არჩევანია.

ჩვენი დაცვა საიმედო იყო, საბერძნეთთან შემტევი ფეხბურთის თამაში არ შეიძლება. საფრთხის შექმნის უფლება არ მივეცით. სამუშაო შესანიშნავად შევასრულეთ. ბევრის მიღწევა შეგვიძლია. არ მინდა ხმამაღალი ფრაზები წარმოვთქვა, მაგრამ რადგან
საბერძნეთს მოვუგეთ, სხვა გუნდების ძლევაც შეგვიძლია.

მიყვარს საბერძნეთი, იქ დიდი ხანი ვცხოვრობდი. იქ როგორც ფეხბურთელმა და როგორც მწვრთნელმა ბევრი მატჩი ჩავატარე. მადლობა სტადიონზე მოსულ გულშემატკივრებს. ეს დაგვეხმარა, თუმცა განსაკუთრებით - ჩვენი ბრძოლის უნარი".

მკითხველის კომენტარები / 6 /
ნაღდი პატრიოტი ქართველი! გენაცვალე ქეცბა!
Fani
14:18 26-09-2022
0
უმადურებს რააააააააა
kaka
18:03 25-09-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული