გოგია ხარაბაძის ექსკლუბში შვეიცარიის ჩემპიონია

AutoSharing Option
შვეიცარიის სუპერლიგის დასრულებამდე 2 ტურით ადრე ჩემპიონის ვინაობა გაირკვა - "ციურიხმა" უშუალო კონკურენტი "ბაზელი" მისსავე მოედანზე (2:0) დაამარცხა, "იანგ ბოისის" დომინანტობა დაამხო და პირველი ადგილი გაინაღდა. ციურიხელთა წევრი ქართული გვარის მქონე აკაკი გოგიაა.

გოგიას ქართველი გულშემატკივრები კარგად იცნობენ - 30 წლისაა და გერმანიის მოქალაქეა. გარკვეული პერიოდი მის საქართველოს ნაკრებში შესაძლო თამაშზე საუბრები მიდიოდა, თუმცა ეს ყველაფერი შორს არ წასულა. აკაკის "აუგსბურგში", "სტ. პაულში", "ჰალესერში", "დრეზდენში", "უნიონსა" და ინგლისურ "ბრენტფორდშიც" უთამაშია. ჯერ კიდევ მიმდინარე სეზონში გოგიამ 2 გოლის გატანა შეძლო.

მოგეხსენებათ,
2018-20 წლებში "ციურიხის" ღირსებას თბილისის "დინამოს" მარცხენა მცველი ლევან ხარაბაძე იცავდა, თუმცა, ტრავმების გამო, თავის დამკვიდრება ვერ შეძლო და ისევ მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა.

altაკაკი გოგიამ ბუნდესლიგის კარს მიუკაკუნა - მას საქართველოს ნაკრებში თამაში სურს

altაკაკი გოგიამ ისევ გაიტანა - მისი "უნიონი" ბუნდესლიგას უახლოვდება [VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგათ წერია! ქართული გვარის მქონე ფეხბურთელი!
ზურა
15:31 02-05-2022
1

სიახლეები პოპულარული