მატჩის დღე! რუსებთან კიდევ ერთი სასწაულის იმედად...

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ნაკრების ესპანეთთან დიდი ანგარიშით (0:8) მარცხის შემდეგ გაირკვა, რომ ნახევარფინალში გასასვლელად რუსეთის უძლიერეს ნაკრებს დავუპირისპირდებოდით.

მეოთხედფინალურ ეტაპზე ამსტერდამში პორტუგალიამ ფინეთი (3:2) დაამარცხა, შემდეგ კი უკრაინამ ყაზახეთს (5:3) აჯობა. საქართველო-რუსეთის დაპირისპირება დღეს, 1-ელ თებერვალს შედგება, ისევე, როგორც ესპანეთი-სლოვაკეთი, რომელმაც საკმაოდ მოულოდნელად, ხორვატიას აჯობა და ჯგუფიდან გავიდა.

რუსეთის ნაკრები

რუსების საუკეთესო მიღწევა 1999 წლის ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვებაა, 2008 წელს კი ტურნირზე მესამე ადგილი დაიკავეს. საკვალიფიკაციო ეტაპზე მათ ავთანდილ ასათიანის გუნდი ორივე შეხვედრაში დაამარცხეს.

რუსეთის ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე სამივე შეხვედრაში გაიმარჯვა. მათი ყველაზე
სახიფათო მოთამაშე არტემ ანტოშკინია, რომელიც 5 გოლით ჯერჯერობით ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია.

საქართველოს ნაკრებმა აზერბაიჯანელთა 2010 წლის მიღწევა გაიმეორა - დებიუტანტი ჯგუფიდან გავიდა, რაც დიდი წარმატებაა, რუსეთთან გამარჯვებით კი ახალი ფურცლის ჩაწერა შეგვიძლია. ჩვენგან საუკეთესო ბომბარდირი თალესია - 2 გოლით.

დარჩენილი გზა

თუკი ასათიანის გუნდი სასწაულს მოახდენს და 4 საუკეთესო ნაკრებში მოხვდება, 4 თებერვალს ნახევარფინალში უკრაინას დაუპირისპირდება. ტურნირზე მესამე ადგილისთვის შეხვედრაც იმართება - ფინალის დღეს, 6 თებერვალს.

ევროპის ჩემპიონატის მთავარ ფავორიტებად ესპანელები მიიჩნევიან.

altავთანდილ ასათიანი: მცირე ტრავმების და თავის დაზოგვის ფონზე ასეთ მეტოქესთან მზად არ ვიყავით

altევრო 2022. საქართველოს ნაკრები ესპანეთთან უშანსოდ დამარცხდა და მეოთხედფინალში რუსეთს შეხვდება



მკითხველის კომენტარები / 21 /
დიდი გულშემატკივრობის მიუხედავად 8:0 -ის წაგების შემდეგ, რაიმე აზრის გამოთქმაც კი უაზროდ მიმაჩნია.
გიზოგ
16:26 01-02-2022
7
ამ ბიჭებზე მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. მათ მოახერხეს ფინალურ ეტაპზე გასვლა და პლეიოფში გასვლაც, ეს სერიოზული მიღწევაა.რუსებს ძაან ძლიერი გუნდი ყავთ და ჩვენებს მოგების შანსი არა აქვთ. მომავალშიც მოვა მაგის დრო რომ დავამარცხოთ რუსები,დღეს არა. რუსები უკრაინასაც დაამარცხებს
ბეგო
14:35 01-02-2022
2

სიახლეები პოპულარული