ზვიად კუპატაძე: ესპანეთთანაც მოსაგებად გავალთ

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეორე მატჩი გამართა და მეორე გამარჯვება იზეიმა. ავთანდილ ასათიანის გუნდმა ბოსნია-ჰერცეგოვინა დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. ნამატჩევს კომენტარი ჩვენი გუნდის მეკარემ და კაპიტანმა ზვიად კუპატაძემ გააკეთა.

"მეტოქე სანახაობრივ ფეხბურთს არ თამაშობს, თუმცა შედეგზე ორიენტირებული, ფიზიკურად ძლიერი გუნდია. სწორედ ისეთი თამაში შემოგვთავაზეს, როგორსაც ველოდით. თუმცა უფრო ძლიერი გუნდი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი. როგორც ჩანს, მეკარეს ცოტა ეშინოდა, რადგან მისთვის ორი გოლი მაქვს გატანილი და თამამად ვერ ერთვებოდა შეტევაში.

მებრძოლი გუნდი ვართ და ასეა 2016 წლიდან. ყოველთვის პირველიდან
ბოლო წუთამდე ვიბრძოდით და სწორედ ამის გამო შეგვიყვარა გულშემატკივარმა. ბოლომდე ვიბრძოლებთ, რათა რაც შეიძლება შორს გავიდეთ. ესპანეთის ნაკრებს კარგად ვიცნობთ. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევზე ძალიან გაუჭირდათ ჩვენი დამარცხება. ასე რომ, არაფერს დავთმობთ და ყველა გუნდთან მოსაგებად გავალთ", - ციტირებს კუპატაძეს nakrebi.ge.

მკითხველის კომენტარები / 4 /
მეამაყებით მთელი გუნდი. მჯერა თქვენი
დემე
12:49 27-01-2022
0
თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო! თამაშს სამწუხაროდ live-ში ვერ ვუყურე, მაგრამ მერე გადავახვიე და მეორე ტაიმით ვისიამოვნე თქვენი ბრძოლისუნარიანობით. Წარმატებებს და რაც შეიძლება შორს გასვლას გისურვებთ. არც ევროპის ჩემპიონობაზე ვიტყოდით უარს. :)) შემოგევლეთ თქვენ !
ლევან
02:44 27-01-2022
0

სიახლეები პოპულარული