საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები შვედეთთან დამარცხდა

AutoSharing Option
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სადებიუტო მატჩში გასვლაზე შვედეთთან 0:4 დამარცხდა.

გიორგი ჩხაიძის შეგირდებმა შვედეთის მეტად ძლიერ გუნდს წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა კლასმა თავისი გაიტანა და მასპინძლებმა გაიმარჯვეს.

A ჯგუფში აქამდე მხოლოდ ერთი შეხვედრა იყო ჩატარებული - შვედეთმა სტუმრად სლოვაკეთს 1:0 სძლია.

21 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები ფინეთს უმასპინძლებს.

გეტებორგი.“ულევი“

შვედეთი - საქართველო 4:0
გოლები: 1:0 ანგელდალი (40), 2:0 ერიკსონი (45+4), 3:0 სეგერი (84), 4:0 სეგერი (90+3)

საქართველო: გაბუნია, ტატუაშვილი, სუთიძე, ჩხარტიშვილი, კალანდაძე, მატვეევა (გორგაძე 90+4), პასიკაშვილი,
ბაქრაძე (სულაშვილი 84), ჭიჭინაძე (დანელია 67), ჭყონია, ხაბურძანია (ბებია 84)