საქართველოს ქალთა ნაკრები ყაზახეთთან დამარცხდა

AutoSharing Option
6 აპრილს საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შესარჩევი რაუნდის მატჩი გამართა.

საქართველოს ნაკრები ყაზახეთს შეხვდა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. შეხვედრაში ერთადერთი გოლი 34-ე წუთზე იულია ნიკოლაიენკომ გაიტანა.

A ჯგუფში პირველი შეხვედრა კი ლატვიის გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც ესტონეთი ანგარიშით 4:0 გაანადგურა.

ჯგუფის მომდევნო მატჩები თბილისში 8 აპრილს გაიმართება.

8 აპრილი
14:00 ყაზახეთი - ლატვია (მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანი)
16:00 საქართველო - ესტონეთი (მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის ცენტრალური მოედანი)

საფრანგეთის მსოფლიო
ჩემმპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურს, ჯგუფის გამარჯვებულებთან ერთად, ოთხ ჯგუფში საუკეთესო შედეგის მქონე ერთი მეორეადგილოსანი ნაკრებიც მოიპოვებს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ლუკა-ს, იოცნებე ლუკა იოცნებე, მთელი საქართველო ოცნებობს და შენც იოცნებე
nini
10:01 28-06-2017
0
ქართველი ქალების პროგრესი სასიხარულო არის. 1 მოგება, 1 ფრე და 1 წაგება, მესამე ადგილი ჯგუფში მომავლის წარმატებების საწინდარია. ვერ გავიდა ნაკრები შემდეგ ეტაპზე, მაგრამ რასაც მიაღწია უკვე შესანიშნავი შედეგი არის. სულ ორიოდე წლის წინ ჩვენი ნაკრები დიდი ანგარიშით ნადგურდებოდა. დღეს კი ტოლი და სწორი დაუდო ნაკრებებს, რომელნიც ყველანი ჩვენზე წინ არიან ფიფას რეიტინგში. მადლობა გოგოებო შრომისთვის და ბრძოლისთვის!
ლუკა
02:51 12-04-2017
0

სიახლეები პოპულარული