SBM League 2017/18: II ტური დაძაბული შეხვედრებით გამოირჩა

AutoSharing Option
3 დეკემბერს თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წწ. სეზონის მორიგ სათამაშო დღეს უმასპინძლა. II ტურის შეხვედრები სუპერლიგისა და ვერცხლის ლიგის გუნდებმა გამართეს. თითქმის ყველა დაპირისპირება უაღრესად დაძაბული და საინტერესო გამოდგა.

პირველები პარკეტზე ვერცხლის ლიგის გუნდები გავიდნენ. "ელიტა ბურჯისა" და "ჯეო ჰოლდინგის" დაპირისპირება ამ უკანასკნელის გამარჯვებით, 2:5 დასრულდა. მინიმალური სხვაობით იმარჯვა "ავერსმა", რომელმაც "ენერგო-პრო" დაამარცხა 2:1.

დაძაბული გამოდგა "ძალოვანთა დერბი" - მიუხედავად ეროვნული თავდაცვის აკადემიის გუნდის ორბურთიანი უპირატესობისა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ფეხბურთელებმა შეძლეს მატჩის მიწურულს სამი ქულის მოპოვება
- 3:2.

რაც შეეხება "საბანკო დერბის", "ლიბერთი ბანკმა" მძიმე ბრძოლაში "საქართველოს ბანკი" 2:1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ "საქართველოს ბანკის" ფეხბურთელებმა მატჩის ბოლო წუთებზე ორი 10-მეტრიანი საჯარიმო დარტყმის რეალიზება ვერ მოახერხეს. ტურის დასკვნით შეხვედრაში "შემოსავლების სამსახურმა" "თბილისის მერია" დაამარცხა - 5:3.

03.12.2017. ვერცხლის ლიგა. II ტური
Geo Holding - ელიტა ბურჯი 5:2
ენერგო-პრო - ავერსი 1:2
SSPS - ეთა 3:2
ლიბერთი ბანკი - საქართველოს ბანკი 2:1
თბილისის მერია - შემოსავლების სამსახური 3:5

აჭარის და თელავის გუნდების დაპირისპირებით აიღო სტარტი სუპერლიგის მეორე ტურმა. კახელებმა მეტოქეს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და 3:6 დამარცხდნენ.

დღის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს კავკასიის საერთაშორისო და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების გუნდები დაუპირისპირდნენ. დაძაბული "სტუდენტური დერბი" "თსუ-ჰიუნდაის" გამარჯვებით, 4:2 დასრულდა.

აღნიშნული მატჩის შესვენებაზე დაჯილდოვდნენ სუპერლიგის და ვერცხლის ლიგის პირველი ტურის საუკეთესო ფეხბურთელები, რომლებიც ვებგვერდ sbm.ge-ს მომხმარებელმა გამოავლინა.

სუპერლიგის პირველი ტურის საუკეთესო ფეხბურთელი და SNAP-ის ერთთვიანი ვაუჩერის მფლობელი კსუ-ს მეკარე დათა ფარაჯანაშვილი გახდა. ხოლო ვერცხლის ლიგის პირველი ტურის საუკეთესო შემოსავლების სამსახურის ფეხბურთელი იასონ ხუნდაძე გახდა, რომელსაც JOMA-ს 100-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცა.

ფრედ, 2:2 დასრულდა სფფ-სა და "მაუდის" ასევე დაძაბული დაპირისპირება. სფფ-ს მხრიდან გოლები კახა კალაძისა და ლევან კობიაშვილის ანგარიშზეა. საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა "საქართველოს უნივერსიტეტისა" და მფკ "ნატახტარის" დაპირისპირებაში.

მატჩის განმავლობაში სტუდენტები 4:1 ამარცხებდნენ მეტოქეს, თუმცა საბოლოოდ უხვგოლიანი თრილერი 5:5 დასრულდა. პირველი ქულების დაკარგვასთან ახლოს იყოს მოქმედი ჩემპიონი პსპ.

"ტვ იმედთან" შეხვედრაში "ფარმაცევტები" მთელი მატჩის განმავლობაში მდევრის როლში იყვნენ, თუმცა ბოლო ორ წუთში მიხეილ თევზაძის ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე, მაინც შეძლეს გამარჯვების მოპოვება - 4:3.

03.12.2017. სუპერლიგა. II ტური
აჭარა - თელავი 6:3
კსუ/CIU - თსუ-ჰიუნდაი 2:4
სფფ - მაუდი 2:2
FC UG - მფკ ნატახტარი 5:5
ტვ იმედი - FC PSP 3:4

* * *
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: "ნაბეღლავი", ენერგეტიკული სასმელი "ბუღა", SNAP Fitness Georgia, იზოტონური და ვიტამინიზებული სასმელი OSHEE, რადიო "ენერჯი" 104.7, ტელეკომპანია "იმედი", კომპიუტერული კომპანია GT GROUP, იურიდიული ჯგუფი "McGill", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", სასტუმრო "ბილტმორი".

მედიაპარტნიორები: Palitra News, რადიოები, "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი", "თანამგზავრი", ვებპორტალები, Sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, tsff.ge, გაზეთი "ლელო". 

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული