კახი კალაძესა და საფეხბურთო ვარსკვლავების ემოციური შეხვედრა[VIDEO]

AutoSharing Option


მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები უკვე თბილისში არიან.  ფეხბურთელები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სასტუმრო "ბილტმორში" გაემგზავრნენ და იქ კახი კალაძე დახვდა.

დღევანდელი მატჩის მონაწილე ფეხბურთელების ნაწილი თბილისში რამდენიმე საათით ადრე ჩამოვიდა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, დღეს საქველმოქმედო მატჩი გაიმართება. შეხვედრა, სახელწოდებით "მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის" თბილისში, დინამო არენაზე 21:00 საათზე დაიწყება. საქველმოქმედო თამაშის ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული თანხა ბორჯომის ტყის აღდგენას მოხმარდება.

უკვე ცნობილია გუნდების შემადგენლობა, რომლებიც საქველმოქმედო შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას. მათ ოტო რეჰაგელი და ალექსანდრე ჩივაძე უხელმძღვანელებენ.

- "მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის" - გუნდების შემადგენლობა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული