"მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის" - გუნდების შემადგენლობა

AutoSharing Option
29 სექტემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, საქველმოქმედო მატჩი გაიმართება. შეხვედრა სახელწოდებით "მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის" თბილისში, "დინამო არენაზე" 21:00 საათზე დაიწყება, მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს კი ტელეკომპანია "იმედი" წარმოადგენს.

საქველმოქმედო თამაშის ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული თანხა ბორჯომის ტყის აღდგენას მოხმარდება. მატჩზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია TKT.GE-სა და "დინამო არენის" სალაროებში მიმდინარეობს (11:00 საათიდან 21:00 საათის ჩათვლით). შეგახსენებთ, რომ ბილეთი სჭირდება ყველა გულშემატკივარს.

უკვე ცნობილია გუნდების შემადგენლობა, რომლებიც საქველმოქმედო შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას. მათ ოტო რეჰაგელი და ალექსანდრე ჩივაძე უხელმძღვანელებენ.

"GFF XI"
მეკარეები: კრისტიან აბიატი, სებასტიანო როსი
მცველები:
ივან კორდობა, კაფუ, ჯუზეპე ფავალი, ალესანდრო კოსტაკურტა, კახა კალაძე, ზურაბ ხიზანიშვილი, ალექსანდრე ამისულაშვილი, კახაბერ ცხადაძე
ნახევარმცველები: ზვონიმირ ბობანი, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი ქინქლაძე, ლევან კობიაშვილი, გოჩა ჯამარაული, გიორგი დემეტრაძე, ლევან ცქიტიშვილი
თავდამსხმელები: ანდრეი შევჩენკო, ერნან კრესპო, კევინ კურანი, მიხეილ ყაველაშვილი

"მსოფლიოს XI"
მეკარეები: სებასტიან ფრეი, დიდა
მცველები: პაოლო მალდინი, მაურო ტასოტი, მასიმო ოდო, ვინსენ კანდელა, დარიო შიმიჩი, პიეტრო ვიერხოვოდი. ენრიკო ანონი, მიჩელ სალგადო
ნახევარმცველები: ხავიერ ძანეტo, იბრაჰიმ ბა, მასიმო ამბროზინი, დინო ბაჯო, ლუიჯი დი ბიაჯო, მარეკ იანკულოვსკი, ანჯელო დი ლივიო, ბენიტო კარბონე
თავდამსხმელები: რივალდო, ლუკა ტონი, ფრანჩესკო ტოტი, მარკო დელვეკიო

Sportall.Ge

წყარო: http: gff.ge
მკითხველის კომენტარები / 15 /
Verxovedi ro chamoiyvanes Magis magier gogichaishvili etamashebinat jobda
Levani kobidze
18:53 29-09-2017
0
მალხაზი სად არის ასათიანი.
ზვიადი
18:34 29-09-2017
0

სიახლეები პოპულარული