"სექტემბერში 1000-ზე მეტ საჯარო სკოლაში I და II კლასებში ბავშვები ფეხბურთს უფასოდ შეისწავლიან"

AutoSharing Option
მიმდინარე წლის სექტემბერში, ათასზე მეტ საჯარო სკოლაში პირველ და მეორე კლასებში ბავშვებს ფეხბურთის შესწავლა უფასოდ შეეძლებათ, - ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, სპორტის მასწავლებლები ამ მიმართულებით სამუშაოდ უკვე გადამზადდნენ.

ამასთან, კობიაშვილის თქმით, 2018 წლიდან დაიწყება ასევე ბავშვთა ფეხბურთის განვითარების პროგრამა.

"სექტემბერში ათასზე მეტ საჯარო სკოლაში პირველ და მეორე კლასებში ბავშვები უფასოდ შეძლებენ ფეხბურთის შესწავლას. სპორტის მასწავლებლები გადამზადდნენ ამისთვის. მეორე უფრო დიდი პროექტის პრეზენტაცია იგეგმება წლის ბოლოსთვის, რათა უფრო დიდ ასაკში ბავშვთა ფეხბურთის ხელშეწყობა
მოხდეს და აღნიშნული პროექტის ამოქმედება 2018 წლიდან დაიწყება", - განაცხადა კობიაშვილმა.

- ლევან კობიაშვილი: სფფ-ის ვალი 17 მილიონი ლარი იყო, 8 გავისტუმრეთ

მომზადებულია interpressnews.ge-ს მიხედვით
ასევე დაგაინტერესებთ