"აიაქსმა" მიქაუტაძის გაყიდვა გადაწყვიტა - სად გააგრძელებს კარიერას ქართველი

AutoSharing Option
ნიდერლანდური Voetbal International-ის ჟურნალისტი ლენტინ გუდიკი წერს, რომ "აიაქსმა" გიორგი მიქაუტაძის გაყიდვა გადაწყვიტა.

ამსტერდამული გუნდის წარმომადგენლები უახლოეს დღეებში ჩავლენ საფრანგეთში, სადაც "მეცთან" ფეხბურთელის გამოსყიდვის თაობაზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ.

"ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელიც ზაფხულში "აიაქსს" დატოვებს, მიქაუტაძეა. კლუბი ხედავს ქართველის თვისებებს, თუმცა ახლა მას არ შეინარჩუნებენ.

სავარაუდოდ, მას "მეცი" გამოისყიდის, შემდეგ საფრანგეთში ან მის ფარგლებს გარეთ უფრო სარფიანად გაყიდის", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძე "აიაქსში" გასულ ზაფხულს 16 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. მან ჯამში ყველა ტურნირზე 9 შეხვედრაში ითამაშა და გოლი არ
გაუტანია.

ქართვეელმა ერთ-ერთი ინტერვიუში გაიხსენა, რომ ამსტერდამში ურთულესი პერიოდი ჰქონდა.
მკითხველის კომენტარები / 12 /
ვალენსია
სევილია
ატლეტიკო
ესპანეთში იფრენს
დათო
17:39 26-04-2024
0
სიბნელეა თუ აიაქსი გევასება და დიდი გუნდი გგონია რახან იქ კრუიფს უთამაშია. არც ეგ მაგათი მოგონილი ტოტალური ფეხბურთი არის სწორი და სრულყოფილება, ეგ მოიგონეს სხვების დასადებილებლად დეგენერატებმა თვითონაც ვერაფერი მოიგეს თავდამსხმელს რა უნდა დაცვაში ფეხბურთი დაადებილეს
14

სიახლეები პოპულარული