"ხვიჩა ჭკვიანია და დე ლაურენტისი მის შესანარჩუნებლად ორ-სამ კედელს აღმართავს" - იტალიელი ჟურნალისტი

AutoSharing Option
Il Roma-სა და Ottopagine-ს ჟურნალისტმა ჯოვანი სკოტომ OttoChannel-ის ეთერში "ნაპოლისა" და ხვიჩა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა:

"ანტონიო კონტეს "ნაპოლის" მწვრთნელად დანიშვნა შესაძლებელია. მხარეებს შორის კონტაქტები ოქტომბერსა და ნოემბერში შედგა, როდესაც რუდი გარსია სამუშაოდან დაითხოვეს. ეს აბსურდული არაა, რადგან აურელიო დე ლაურენტისმა კარლო ანჩელოტი მაშინ ჩამოიყვანა, როცა ყველას შეუძლებლად მიაჩნდა.

გარემოებები მსგავსია და კონტე კარგ პროექტს დათანხმდება, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელებსა და ნეაპოლში მისაღებ პირობებზე იქნება დაფუძნებული. ის საუკეთესო კანდიდატურაა. როგორც არ იყო ხელფასი პრობლემა ანჩელოტისთვის, ასევე არ იქნება კონტესთვის, თუნდაც 10 მილიონ
ევროზე იყოს ლაპარაკი. რამ შეიძლება ანტონიო შეაფერხოს? ეს დე ლაურენტისის მიერ შექმნილი გარემოცვაა, მას საქმეებში ჩაურევლობა დასჭირდება.

ამას გარდა, იდეის განსახორციელებლად შესაბამისი მოთამაშეებია აუცილებელი. კონტე აურელიოსთვის პირველი არჩევანია. მე მისი დანიშვნის მომხრე ვარ და საინტერესო იქნება, ვნახოთ, რას შეუძლია აქ ძლიერ გუნდთან ერთად მიაღწიოს. ევროტურნირების გარეშე დარჩენა შეიძლება იმ ფეხბურთელთათვის დამაბრკოლებელი ფაქტორი აღმოჩნდეს, რომელთაც გადმოსვლა სურთ. ასე რომ, ევროტურნირებზე გასასვლელად ყველაფერი უნდა გააკეთონ. პარადოქსია, მაგრამ ჩემი სურვილი კონფერენს ლიგაზე მონაწილეობაა, რამეთუ გამარჯვების მეტი შანსი არსებობს. ჩაგდებული სეზონის შემდეგ წარმატება სტიმულის მიმცემი იქნება.

კვარაცხელია "ბარსელონაში"? ქართველის გადასაწყვეტია, მას ჯერ გაშვება არ უთხოვია. დაველოდოთ ამ მნიშვნელოვან, დაპირებულ კონტრაქტს. ეს თითქმის ოსიმენთან შეთანხმების მსგავსია, რომელიც პსჟ-ში უნდა გადაბარგდეს. ვნახოთ, რამდენად მისაღები წინადადებით მიმართავენ და როგორი იქნება ხვიჩას მოთხოვნა. "კვარას" კარიერის "ნაპოლიში" გაგრძელების სურვილი აქვს, ჭკვიანი, შორსმჭვრეტელი და კარგად დარიგებულია. ურჩევნია მთავარი როლის შემსრულებელი აქ იყოს, ვიდრე მეორე პლანზე "დიდ ევროპაში" იმყოფებოდეს. ამჟამად აღნიშნულ საკითხში არანაირი საფრთხე არ არსებობს და ნებისმიერ შემთხვევაში დე ლაურენტისი მზადაა მის შესანრჩუნებლად ერთი კი არა, ორი-სამი კედელი აღმართოს".

მკითხველის კომენტარები / 11 /
მივმართავ ასეა ეს და მისნაირად მოაზროვნეებს: კვარა ნაპოლის თებერვლის და მარტის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს,ანუ თქვენი აზრით კვარა არის ხასიათის მოთამაშე? ნურას უკაცრავად ეს ბიჭი 80 მილიონი ღირს( მაგრამ არ მგონია ასეთ დაბალ ფასად შეელიოს მას აურელიო).ტრანსფერმარკეტი 80 მილიონს არ ადებს ფარჩაკ ფეხბურთელებს
კინგი
02:24 10-04-2024
1
Ხვიჩა კვარაცხელია წელს ნეაპოლში არ უნდა დარჩეს! Დე ლაურენტისის კლანჭებიდან თავის დასახსნელად ყველაფერი უნდა გააკეთოს! Თუნდაც ავტოგოლები გაიტანოს!
Ზაზა
13:03 09-04-2024
14

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული