Spazio Napol: კვარაცხელიას გარეშე "ნაპოლი" განწირულია - ქართველი ვალდებულია გუნდი მხრებით ათრიოს

AutoSharing Option
სერია A-ს 30-ე ტურში "ნაპოლი" საკუთარ მოედანზე უშუალო კონკურენტ "ატალანტასთან" უშანსოდ დამარცხდა (0:3), საჩემპიონო რბოლას ფაქტიურად გამოეთიშა და ნათლად გამოჩნდა, რას წარმოადგენს ეს გუნდი ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე. სწორედ ამ საკითხს მიუძღვნა Spazio Napoli-მ სარედაქციო წერილი.

კვარაცხელიას არყოფნა ძვირად დაუჯდა "ნაპოლის" - გუნდის უარყოფითი მაჩვენებლები

"კვარაცხელიას გარეშე მარცხმა ყველაფერი გამოააშკარავა და შეტევის ხაზის უამრავი პრობლემა დაგვანახა. "კვარა" "ნაპოლის" რიგითი ფეხბურთელი არასოდეს არ იქნება. ერთი სეზონის განმავლობაში "კვარადონას" მეტსახელი დაიმსახურა, რადგან გულშემატკივართა საყვარელი მოთამაშეა. ამ სეზონში სულ სხვა "მუსიკა ჟღერს", მაგრამ მიუხედავად
ამისა, ქართველი შეტევის სიმბოლოა, რომელსაც ხშირად აქვს ჩავარდნა.

"ატალანტასთან" მატჩმა ზუსტად წარმოაჩინა, რომ "ნაპოლი" "კვარაზე" დამოკიდებულია. მას შეუძლია იერიშები არაპროგნოზირებადი გახადოს და შემთხვევითი არაა, რომ სწორედ ის იტანს გოლებს და პარტნიორებისთვის მომენტებს ქმნის. რამდენიმეჯერ "არამოტივირებული" ვიხილეთ, მაგრამ ბოლო შეხვედრებში გასული სეზონის დონეს მიუახლოვდა. სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებში საბერძნეთთან ევროპირველობაზე გასასვლელი პლეი-ოფის ფინალში ტრავმა მიიღო.

კვარაცხელია "ნაპოლის" შეტევის სიმბოლოა - აი, მისი სტატისტიკა

27 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. რა თქმა უნდა, ეს შედეგები გასულ წელთან შედარებით დაბალია, მაგრამ მნიშვნელოვანია. ბერგამოელებთან კალცონას გუნდმა კიდევ ერთი მძიმე მარცხი განიცადა. კრიზისი დაცვის გარდა შეტევასაც შეეხება, რომელსაც კვარაცხელია აკლდა, რამეთუ ხვიჩას აფეთქებები გადამწყვეტია და მის გარეშე განწირულნი არიან.

ბოლო 9 დაპირისპირებაში, "ნაპოლიმ" ყოველთვის გაიტანა გოლი, როდესაც მოედანზე კვარაცხელია იყო, გამონაკლისს მხოლოდ "სან სიროზე" გასული წლის 11 თებერვალს ჩატარებული თამაში გახლდათ. ეს შესაძლებელს ხდის გავიგოთ ამ ფეხბურთელის მნიშვნელობა იტალიის ჩემპიონების შემტევ სტრუქტურაში.

"ატალანტასთან" "ნაპოლი" ბოლო 30 მეტრში იდეის გარეშე იმყოფებოდა. პოლიტანოს, ოსიმენისა და რასპადორის ტრიომ ვერაფერი შემოგვთავაზა. ვერ შეცვლაზე შესულმა ნგონჟიმ და ლინდსტრიომმა. ეს სირთულეები იმაზე მეტყველებს, რომ აუცილებლად სჭირდებთ კვარაცხელია, რომელიც ვალდებულია გუნდი თავისი მხრებით ჩემპიონატის ფინიშზე ათრიოს".

მკითხველის კომენტარები / 18 /
შარშან რო ათრია მთელი წელი ოსიმენს უფრო წარმოაჩენდით ამ ყველაფრის მოთავედ აქებდით და ადიდებდით სადაა ეხლა თქვენი ოსიმენი ისწავლეთ ადამიანის შრომის დაფასება გადაუხადეთ იმდენი რამდენსაც იმსახურებს წარმატებები ჩვენს ბიჭს✝️
ნანა
21:25 02-04-2024
0
სასიამოვნოა როცა ობიექტურ შეფასებას იძლევა უცხოური გამოცემა, თანაც შეჯერებული, სარედაქციო წერილის ფორმით.
გიორგი
18:27 01-04-2024
0

სიახლეები პოპულარული