როგორი შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "ინტერთან" მატჩში?

AutoSharing Option
სერია A-ს 29-ე ტურის ცენტრალურ მატჩში "ინტერმა" "ნაპოლის" უმასპინძლა, შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

"პარტენოპეის" ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 90+1 წუთი გაატარა.

"ნაპოლის" შემტევის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: Flashscore 7.4 ქულა, Sofascore 7.0 ქულა, Whoscored 6.9 ქულა.

შეგახსენებთ, ფრანჩესკო კალცონას გაწვრთნილი გუნდი სერია A-ს სატურნირო ცხრილში 45 ქულით მე-7 ადგილს იკავებს. "ნაპოლი" მომდევნო ტურის შეხვედრას 30 მარტს, "ატალანტას" წინააღმდეგ გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ვფიქრობ, გუნდი დაასუსტა მფლობელმა ფულის გამო.შედეგი უნდა, მაგრამ ფული უპირველეს ყოვლისა.ხვიჩას სჭირდება კარგი გუნდი, არაეგოისტი პარტნიორები და შესაბამისი ანაზღაურება.
ზურა
19:28 18-03-2024
0
ხალხნო, დაცვა რომ სუსტია ამაში საკამათოც არაფერია. მაგრამ არც შეტევა ბრწყინავს. კი, ჩვენი ბიჭი ნამდვილი ლიდერია და როცა ორი სამი მოთამაშე მასზე თამაშობს, შედეგსაც დებს. ოღონდ ეს ამ სეზონზე ხშირად არ ხდება. მარტო ჩემი აზრი არ არის, რომ ხვიჩა, რადაც არ უნდა დაუჯდეს, ნაპოლიდან უნდა წავიდეს, თუ უნდა რომ მისმა სასწაულებრივმა ტექნიკამ განვითარება ჰპოვოს.
მაია
18:36 18-03-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული