პირველი ტაიმის შემდეგ "ნაპოლი" "ბარსელონასთან" 1:2 მარცხდება

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ „ნაპოლი“ „ბარსელონასთან“ 1:2 მარცხდება.

პირთამდე სავსე სტადიონზე შეხვედრა მაღალ ტემპში, ორმხრივი შეტევებით დაიწყო. პირველი მომენტი მასპინძლებმა შექმნეს, მაგრამ ფერმინმა ბურთი კარს ააცილა. ცოტა ხანში კი ტრადიციულად ჩავარდა ნეაპოლელთა დაცვა და ფერმინმა თავისი გუნდი დააწინაურა. მერე მერეტის კარი კანსელომ დალაშქრა და სტუმრები თავიდანვე მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდნენ, რომლებიც თამაშის დალაგებას ვერ ახერხებდნენ და ბურთი კვარაცხელიამდე არ მიდიოდა. თუმცა რაჰმანიმ ანგარიში შეამცირა. მერე დი ლორენცოს თავური ტერ შტეგენმა მოიგერია და პირველი ტაიმი 2:1 დასრულდა.

ბარსელონა.
„ოლიმპიკ ლიუის კომპანისი“

ბარსელონა - ნაპოლი
გოლები: 1:0 ფერმინი (15), 2:0 კანსელო (17), 2:1 რაჰმანი (30)

მკითხველის კომენტარები / 19 /
იღბალიც არ ააქ რა,
ეეე
01:58 13-03-2024
1
კვარას მიმართ არასდროს არ მქონია არაობიექტური დამოკიდებულება და ზედმეტად არ შემიქია არასდროს, მაგრამ ამ თამაშში კვარას რამეში დადანაშაულება და ვერ ითამაშაო თქმა მაგარი არასწორია, იმდენად ფარჩაკულად თამაშობს გუნდი, დაცვა ხო სუფთა. ნოლია.
ზურა
01:51 13-03-2024
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული