კვარაცხელიამ გაიტანა - პირველი ტაიმის შემდეგ "ნაპოლი" "იუვენტუსს" ამარცხებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 27-ე ტურში პირველი ტაიმის შემდეგ „ნაპოლი“ „იუვენტუსს“ ამარცხებს.

შეხვედრა თავიდანვე მაღალ ტემპში დაიწყო, ორმხრივი შეტევებით. პირველი მომენტი სტუმრებმა შექმნეს, მაგრამ ვლაჰოვიჩის თავური ოდნავ ასცდა მიზანს. კვარაცხელიას მჭიდროდ მეურვეობდნენ, სამჯერ წააქციეს და მსაჯმა ვლაჰოვიჩს ყვითელი ბარათი უჩვენა. მასპინძლები თანდათან უპირატესობას დაეუფლნენ. დი ლორენცოს დარტყმულმა ბურთმა მიზანს ვერ უწია. შემდეგ ოსიმენის წაქცევისთვის არბიტრმა ბრემერი გააფრთხილა, ხოლო ხვიჩასთან უხეშობისთვის - კამბიასო. ტურინელებმა კი დაწინაურების ჩინებული შესაძლებლობა გაუშვეს ხელიდან, როდესაც მეკარე მერეტთან პირისპირ გასულმა ვლაჰოვიჩმა ბურთი ძელს გაარტყა. საპასუხო იერიშისას „კვარა“ მცველს
გაექცა, დაარტყა კიდეც, თუმცა ბურთს მეკარე შესნი დაეუფლა. 43-ე წუთზე კი ქართველმა „ნაპოლი“ წინ გაიყვანა. მერე ვლაჰოვიჩმა მესამე შანსი ვერ გამოიყენა და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - იუვენტუსი
გოლები: 1:0 კვარაცხელია (43)
მკითხველის კომენტარები / 12 /
კვარას წარმატება..თითოეული ქართველის წარმატებაა..ჯანსაღი კრიტიკა მოსულა..და ისიც იმიტომ რომ ეს ბიჭი ღიმილით..ჯიგრიანად და აღმაფრენით თამაშობდეს..მინდა ყოველ თამაშში ფეხბურთით სიამოვნებას ღებულობდეს და ჩვენ ასეთ სიხარულს გვჩუქნიდეს...ეგ ერთი დ ა სხვა მრავალი კვარააა..გამარჯვებით გვევლოს ყველა ქართველს..
კიეზა
08:01 04-03-2024
0
ასეა ეს-ს,სადა ხარ ველოდები შენს კომენტარს!!ახლა აღარ უშლის ცოლი გოლების გატანაში ხელს??
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული