"ბარსა" კვარაცხელიასთვის ცდუნებაა - მისით კიდევ ორი კლუბია დაინტერესებული" - იტალიური მედია

AutoSharing Option
Get Football News Italy Il Mattino-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ "ნაპოლის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიათი, "ბარსელონას" გარდა, კიდევ ორი კლუბია დაინტერესებული:

"როგორც Il Mattino წერს, "ნაპოლი" კვარაცხელიასთან კონტრაქტის გაგრძელებას განიხილავდა, მაგრამ მოლაპარაკებებისას პრობლემები წარმოიშვა, ვინაიდან ფეხბურთელის გარემოცვა ხელფასის მნიშვნელოვნად გაზრდას მოითხოვს - ვიქტორ ოსიმენის დონემდე.

ამის ფონზე, ხვიჩასადმი ინტერესს "ბარსელონა" გამოხატავს. მისთვის ბრძოლაში აგრეთვე "ჩელსი" და პსჟ მონაწილეობენ, მაგრამ განსაკუთრებული ინტერესი კატალონიელებისგან ზაფხულის შემდეგ მომდინარეობს, თუმცა მოლაპარაკებები ჯერ არ გამართულა.

"ბარსა" კვარაცხელიათი უკვე დიდი ხანია დაინტერესებულია და ეს არაა დაკავშირებული "ნაპოლისთან" ჩემპიონთა ლიგის
მომავალ 1/8-ფინალურ მატჩებთან".

აღნიშნულ თემას ფართოდ ეხმაურება იტალიური მედია. Spazionapoli აღნიშნავს, რომ ეს "კვარასთვის" ცდუნებაა, ევროპაში ყველამ იცის, რასაც წარმოადგენს, თუ კარგ პირობებს შეუქმნიან, შეუძლია ბალანსი შეცვალოს და თამაშის ბედი გადაწყვიტოს, რაც კარგად იციან "ბარსელონაში" და მომავალ შეხვედრებში განსაკუთრებულად დააკვირდებიან.

მკითხველის კომენტარები / 27 /
ნეტა იყიდოს ბარსამ 3-4 წელიწადში ეგ გუნდი დაანგრევს ლუბოის თუ არ გაყიდიან პედრის გავის იამალს და როკეს(თუ რაც ქვია)
ABCABC
16:20 17-02-2024
5
რეალს ზაფხულში ენდრიკი შეუერთდება და დიდი ალბათობით მბაპეც, ეს იმ ხალხის გასაგონად ვინც იძახის რო რეალში უნდა წავიდესო რეალის ფანიაო, რეალის ფანი იყო ბავშობაში, რეალის ფანი იყო ნეიმარიც და პირიქით ბარსას ფანი იყო ვინისიუსი. ეს ისე ცნობისთვის... და რაც მერე მოხდა ყველამ ვიცით. ბარსას ყველაზე მეტად ჭირდება კვარა და პირიქით, გადახედეთ ბარსას შემადგენლობას, 70 პროცენტი კვარას ტოლი ან უფრო პატარა ბიჭები თამაშობენ, ამ გუნდში კვარა იქნება ისე როგორც თევზი წყალში. თან ძაან დიდი პერსპექტივა აქვს ბარსას. ეს 16-17 წლის ბიჭები 3-4 წელში ვფიქრობ მაგარ გუნდს ჩამოაყალიბებენ, თან თუ ფლიკი მიიყვანეს. გერმანული ხელი მაგრა მოუხდება ბარსას და ამ გუნდის ერთ ერთი ლიდერი კვარა იქნება თუ გადავიდა. კვარა, იამალი და ვიტორ როკეს შემტევი ტრიო მგონია რო დახატავდა ბარსას.
barca
03:17 17-02-2024
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული