ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"კვარაცხელიასგან ასეთ ვარდნას არ ველოდი; გეტყვით, მისი პრობლემა რა არის" - ბექჰემის, ჯერარდისა და დელ პიეროს ყოფილი ფსიქოლოგი

AutoSharing Option
ცნობილმა იტალიელმა სპორტულმა ფსიქოლოგმა სტეფანო ტირელიმ Radio Punto Nuovo-ს ეთერში "ნაპოლისა" და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, ქართველი ზედმეტად დიდ ზეწოლას გრძნობს და გასულ სეზონთან შედარებით ნაკლებად შედეგიანი სწორედ ამის გამოა.

"ის ქიმია, რაც სპალეტიმ და მისმა სამწვრთნელო შტაბმა "ნაპოლიში" შემოიტანეს, გაქრა. თითქოს გუნდი დათრგუნულია. არის თუ არა კვარაცხელია "ნაპოლის" სარკე? დიახ, მაგრამ მისგან ასეთ ვარდნას არ ველოდებოდი.

გასულ სეზონში მასზე დიდი მოლოდინები არ იყო, ახლა კი ყოველდღიურად ძალიან დიდ ზეწოლას განიცდის. შარშან მაგიურ რაღაცებს აკეთებდა, ახლა კი მუდამ
შეცდომის დაშვების ზღვარზე თამაშობს. ეჭვიც არ მეპარება, რომ საოცარი ფეხბურთელია, მაგრამ აუცილებელია, რომ საკუთარი მონაცემები ბოლომდე გამოავლინოს", - განაცხადა ტირელიმ.

სტეფანო ტირელის სხვადასხვა დროს განის ნაკრებში, ინგლისის ნაკრებში, ლონდონის "ჩელსიში" უმუშავია. ისეთმა ფეხბურთელებმა, როგორებიც ალესანდრო დელ პიერო, სტივენ ჯერარდი და დევიდ ბექჰემი არიან, კარიერის რთულ პერიოდში დახმარებისთვის სწორედ ტირელის მიმართეს.

მომზადებულია Calcionapoli-ს მიხედვით

alt"ალბათ, ეს ბევრმა არ იცის, მაგრამ ძალიან მაგარი ადამიანია" - ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს ვარსკვლავზე ისაუბრა

alt"ძალიან მალე, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება" - რას აცხადებს ხვიჩა კვარაცხელია თანამემამულეზე [VIDEO]

altხვიჩა კვარაცხელიასა და უორენ ბონდოს შორის სიტუაცია დაიძაბა [VIDEO]

ასევე დაგაინტერესებთ