"ძალიან მალე, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება" - რას აცხადებს ხვიჩა კვარაცხელია თანამემამულეზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა ნოე სულაბერიძის გადაცემაში ("ნოესთან") სხვადასხვა თემაზე ისაუბრა. გადაცემაში სტუმრად ხვიჩა კვარაცხელიაც ჩაერთო და თავის ბავშვობის მეგობარზე ისაუბრა.

"მასზე საუბრისას, პირველ რიგში, პიროვნებას უნდა შევეხო. ძალიან მაგარი პიროვნებაა, ალბათ იმიტომ, რომ ძალიან კარგი მშობლები ჰყავს. იმაზე კარგი ადამიანია, ვიდრე ფეხბურთელი. მაღალ დონეზე შეუძლია თამაში, იმაზე მაღალ დონეზე, ვიდრე ახლა აჩვენებს. ძალიან მალე ისეთ შედეგებს დადებს, რომ ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო იქნება მსოფლიოში.

ბევრმა ადამიანმა არ იცის, ზურიკო როგორ ცხოვრობს. ძალიან დიდი პროფესიონალია. არის ხოლმე ისეთი შემთხვევები, რომ
დაღლილები ვართ, მაგრამ ადგება ხოლმე და იტყვის, რომ მოდი, ჩავიდეთ, ტრენაჟორზე ვივარჯიშოთო. ძალიან დიდი პროფესიონალია. რეალურად ასეთი რაღაცები ფეხბურთს გარეთ არ ჩანს ხოლმე", - განაცხადა კვარაცხელიამ.

ვიდეო აღებულია ნიკა მსხვილაძის TikTok გვერდიდან

alt"კვარაცხელიას სწორედ ეს 5 ევროპული გრანდი აკვირდება" - ცნობილი ჟურნალისტი ქართველის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს

altCalcioNapoli24: კვარაცხელიას ოსიმენზე ათჯერ ნაკლები ხელფასი აქვს - ამას შეიძლება რეაქცია მოჰყვეს

altკვარაცხელიას "ნაპოლი" ათეულშიც არაა - სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები დაასახელა

მკითხველის კომენტარები / 13 /
აძლიეთ ყვითელ პრესას ინტერვიუ და ბევრს მიაღწევთ
ჟორა
09:40 02-01-2024
5
ზურიკომ დაამუხრუჭა იმიტომ რომ არასწორი ტრანსფერი გაკეთდა, საფრანგეთი მძიმე სათამაშოა უნდა მოშორდეს მანდაობას.
Givi
20:08 01-01-2024
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული