2024 წლის პირველი ქართული გოლი - ქვილითაიამ "აპოელი" მარცხისგან იხსნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კვიპროსის ჩემპიონატის მე-17 ტურში გიორგი ქვილითაიამ "აპოელი" "აპოლონთან" გასვლით მატჩში მარცხისგან იხსნა - 2:2.

ლაშა დვალმა და ქვილითაიამ სტუმართა გუნდში შეუცვლელად ითამაშეს, გიორგიმ კი მეტოქის კარი კომპენსირებულ დროში ლაშას თავური პასის შემდეგ დალაშქრა. მან მიმდინარე ტურნირზე ჩატარებულ მე-13 შეხვედრაში მეხუთე გოლი გაიტანა.

"აპოელი" 39 ქულით ლიდერია და მომდევნო მატჩს 6 იანვარს სახლში "ანორთოსისთან" ჩაატარებს.

ლიმასოლი."ცირიონ ატლეტიკი". 7 000 მაყურებელი
აპოლონი - აპოელი 2:2
გოლები: 1:0 კოლი (32), 2:0 ეკპოლო (36), 1:2 მარკინიოსი (47), 2:2 ქვილითაია (90+6)

მკითხველის კომენტარები / 1 /
ქვილითაია და დვალი ორი ქართველი კიპროსის ყველაზე ტიტულოვან გუნდში წარმატებით ასპარეზობენ რაც ძან სასიხარულოა იმედია ნაკრებში ისევ ვიხილავთ იმიტომ რომ დახმარების პოტენციალი აქვთ წარმატებები ბიჭებს
გიორგი
02:14 03-01-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული