ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

გადამწყვეტი მატჩი "დრაგაოზე" - აზაროვის და გოჩოლეიშვილის "შახტარი" პორტუგალიაში გაემგზავრა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში "შახტარი" "პორტუსთან" სათამაშოდ პორტუგალიაში გაემგზავრა. დონეცკური გუნდის მწვრთნელმა მარინო პუშიჩმა 28 ფეხბურთელი წაიყვანა, რომელთა შორის ირაკლი აზაროვი და გიორგი გოჩოლეიშვილი არიან.

H ჯგუფში პირველი ადგილი "ბარსელონამ" გაინაღდა, "პორტუს" და "შახტარს" 9-9 ქულა აქვთ, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით მეორე პოზიციაზე "პორტუა". პლეი-ოფში გასასვლელად დონბასურ კლუბს გამარჯვება სჭირდება, რაც ძალიან რთული მისაღწევი იქნება, თუმცა გუნდის ფეხბურთელები ოპტიმისტურად არიან განწყობილი.

თუ "შახტარმა" ვერ მოიგო, ევროპა ლიგაზე გააგრძელებს ასპარეზობას.

"დრაგაოზე" მატჩი 14 დეკემბერს, თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

ასევე დაგაინტერესებთ