"შახტარმა" მოიგო და "პორტუსთან" უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის

AutoSharing Option
უკრაინის პრემიერლიგის მე-17 ტურში „შახტარმა“ „ვერესი“ 2:0 დაამარცხა.

დონეცკურ გუნდში ირაკლი აზაროვმა და გიორგი გოჩოლეიშვილმა ისევ შეუცვლელად ითამაშეს.

„შახტარი“ 31 ქულით მეოთხე ადგილზეა (ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული) და შემდეგ შეხვედრას 14 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაზე „პორტუსთან“ გამართავს. დონბასურმა კლუბმა მინიმუმ ევროპა ლიგაზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში კი პორტუგალიაში გამარჯვების შემთხვევაში გავა და ფეხბურთელები ამბობენ, რომ „დრაგაოზე“ მხოლოდ მოსაგებად გავლენ.

ლვოვი. „ლვივ არენა“
შახტარი - ვერესი
გოლები: 1:0 ჟულიო სეზარი (14, საკ. კარში), 2:0 ზუბკოვი (69)
გამოუყენებელი პენალტი: ზუბკოვი (51,
შახტარი)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული