თრილერი მიქაუტაძის გარეშე - "აიაქსი" "მარსელთან" 3:4 დამარცხდა

AutoSharing Option
ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში „აიაქსი“ გასვლაზე „მარსელთან“ 3:4 დამარცხდა.

მატჩი მართლაც ლამაზი სანახავი გამოდგა. მასპინძლები ორჯერ დაწინაურდნენ და სტუმრებმა ბრობის გოლებით ანგარიში ორივეჯერ გაათანაბრეს, რომელსაც საგოლე გადაცემები ბერგეისმა გაუკეთა. შესვენების შემდეგ ობამეიანგმა ულამაზესი მაკრატელათი ისევ წინ გაიყვანა ფრანგული გუნდი. 63-ე წუთზე მსაჯმა უხეშობისთვის ბერგეისი გააძევა და ამსტერდამელები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ, თუმცა არ დანებდნენ და შეცვლაზე შესულმა აკპომმა თანაფარდობა აღადგინა. მერე ბრობიმ კარგი შანსი ვერ გამოიყენა. ბოლოს ამსტერდამელთა მეკარე რამაიმ პენალტი "აიკიდა, "ობამ" ჰეთ-თრიკი შეასრულა და გამარჯვება თავის გუნდს
მოუპოვა.

ამსტერდამული გუნდის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე სათადარიგო იყო.

B ჯგუფიდან "ბრაიტონი" და "მარსელი" გავიდნენ, აეკ-ი 4 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო "აიაქსი" 2 ქულით მეოთხეზეა და 15 დეკემბერს, ბოლო ტურში, ბერძნულ გუნდს უმასპინძლებს.

მარსელი. „ველოდრომი“
მარსელი - აიაქსი 4:3
გოლები: 1:0 ობამეიანგი (9, პენ), 1:1 ბრობი (10), 2:1 მბემბა (26), 2:2 ბრობი (30), 3:2 ობამეიანგი (47), 3:3 აკპომი (79), 4:3 ობამეიანგი (90+3, პენ)
გაძევება: ბერგეისი (63, აიაქსი)

მკითხველის კომენტარები / 2 /
იჯარის წესიდ სასწრაფოდ უნდა გადავიდეს სხვა გუნდში უეჭველად თორემ მაგრად გაუტყდება მერე ფსიქიკურადაც აიშლება ალბად გული აუცრუვდება და ბევრი რამეა ფეხბურთში ისეთი რომ ფსიქიკურად მაგრად უნდა დაუხვდე ღმერთმა დაუფაროს გიოს ეს ყველაფერი უნდა წავიდეს არავინ არ არის ისეთი ადამიანი რომ ამიდ დაინტერესდეს ეს მეცის ტრენერი ტიროდა გიო რომ მიდიოდა და ქნას რამე ტო რა მაგარი ბიჭია არადა ვახ როგორ ნერვები მეშლება ამ გადაჯიშებულ ჰოლანდიელებზე.ღმერთმა ხელი მოგიმართოს გიორგი ამინ ამინ ამინ
კაკო
11:17 01-12-2023
0
კარგად უბერავენ ეს ბრობი და აპკომი, ერთი თამაში არ ჩააგდეს სულ გააქვთ გოლები, ამიტომ ვფიქრომ გიოს შანსი არ აქვს, უბრალოდ არ მისცემენ შანსს. ისევ მეცი თუ წაიყვანს თუარადა კონტრაქტი უნდა გაწყვიტოს, ისე 17 მილიონს არავინ გადაიხდის და გაფუჭდება სკამზე ჯდომით. (((
რუსთავი
02:34 01-12-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული