შეცვლაზე შესულმა სიგუამ "ბაზელს" გამარჯვება მოუპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
შვეიცარიის სუპერლიგის მე-13 ტურში "ბაზელმა" სახლში "ივერდონი" გაბრიელ სიგუას გატანილი გოლით 2:1 დაამარცხა.

"ბაზელს" გასულ კვირაში, ამ სეზონში მესამე მწვრთნელი, ფაბიო ჩელესტინი ჩაუდგა სათავეში, რომელმაც პირველი ლიგის "კრინსთან" სტუმრად თასზე მოგებულ მატჩში (1:0) 18 წლის ქართველი ნახევარმცველი სათადარიგოთა შორის დატოვა, დღეს კი 56-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე და მან 85-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა.

სიგუამ ჩემპიონატზე ჩატარებულ 8 მატჩში 2-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი და ორივე გოლი ქულების მომტანი გახლდათ.

"ბაზელს" 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 8 ქულით ბოლო, მეთორმეტე ადგილზეა და 12
ნოემბერს გასვლაზე "სერვეტს" დაუპირისპირდება.

ბაზელი. "სენტ იაკობი". 19 813 მაყურებელი
ბაზელი - ივერდონი 2:1
გოლები: 1:0 დრეგერი (26), 1:1 სესპედესი (73, პენ), 2:1 სიგუა (85)

მკითხველის კომენტარები / 4 /
სიგუა მაგარი ბიჭია, ეს ის შემთხვევაა როცა 18 წლის უნდა წავიდეს ევროპაში და განვითარდეს, რაც შეეხება ბაზელს რათქმაუნდა არ გავარდება და ეს ჩავარდნაც დროებითია, არც აიაქსი გავარდება თუმცა მე პირადად მინდა გავარდეს, მაგრამ მასე არ იქნება...
Givi
11:24 06-11-2023
0
ეს რა ჭირი გვჭრს მართლა.აიაქსში გადავიდა ჩვენი დააა გავარდნაზეა,ბაზელია და ...აბაა კაცოო .ლიგაზე თამაშობდა.ჰმ.აქაც ეგრეა საქმე.რა დავაშავეთ ჩვენი დამაწყევრის დედა რო ვატირე ჰაა
გელა
04:40 06-11-2023
0

სიახლეები პოპულარული