ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"აიაქსის" ახალმა მწვრთნელმა ზაფხულში გაკეთებულ მიქაუტაძისა და სხვა ტრანსფერებზე ისაუბრა

AutoSharing Option
"აიაქსის" ახალ მწვრთნელ ჯონ ვან სხიპს ამსტერდამული გუნდის მიერ ზაფხულში გაკეთებულ ტრანსფერებზე დაეკითხნენ.

მოგეხსენებათ, ნიდერლანდურმა გუნდმა ახალი ფეხბურთელების სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გაიღო, რის გამოც აწ უკვე ყოფილი სპორტული დირექტორი სვენ მისლინტანტი გააკრიტიკეს და თანამდებობიდანაც გადააყენეს.

ჩვენთვის კი ეს ყველაფერი საინტერესო იმითაა, რომ გიორგი მიქაუტაძეს მცირე სათამაშო დრო ეძლევა და "აიაქსს" მანაც ზაფხულში მიაშურა.

"ვფიქრობ, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ გაკეთებული ტრანსფერებით ბევრი ბედნიერი არ დარჩა, მაგრამ ხაზს აქ გავავლებ და ძალიან მნიშვნელოვანია ხაზი გაავლო და წინ გაიხედო.

არ შემიძლია რამე
გავაკეთო იმასთან დაკავშირებით, რაც ჩემამდე მოხდა. წინ უნდა გავიხედო და ეს არის ის, რასაც ვაპირებ. ფეხბურთელიები უნდა გაძლიერდნენ", - თქვა ვან სხიპმა.