"აიაქსის" ახალმა მწვრთნელმა ზაფხულში გაკეთებულ მიქაუტაძისა და სხვა ტრანსფერებზე ისაუბრა

AutoSharing Option
"აიაქსის" ახალ მწვრთნელ ჯონ ვან სხიპს ამსტერდამული გუნდის მიერ ზაფხულში გაკეთებულ ტრანსფერებზე დაეკითხნენ.

მოგეხსენებათ, ნიდერლანდურმა გუნდმა ახალი ფეხბურთელების სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გაიღო, რის გამოც აწ უკვე ყოფილი სპორტული დირექტორი სვენ მისლინტანტი გააკრიტიკეს და თანამდებობიდანაც გადააყენეს.

ჩვენთვის კი ეს ყველაფერი საინტერესო იმითაა, რომ გიორგი მიქაუტაძეს მცირე სათამაშო დრო ეძლევა და "აიაქსს" მანაც ზაფხულში მიაშურა.

"ვფიქრობ, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ გაკეთებული ტრანსფერებით ბევრი ბედნიერი არ დარჩა, მაგრამ ხაზს აქ გავავლებ და ძალიან მნიშვნელოვანია ხაზი გაავლო და წინ გაიხედო.

არ შემიძლია რამე
გავაკეთო იმასთან დაკავშირებით, რაც ჩემამდე მოხდა. წინ უნდა გავიხედო და ეს არის ის, რასაც ვაპირებ. ფეხბურთელიები უნდა გაძლიერდნენ", - თქვა ვან სხიპმა.
მკითხველის კომენტარები / 10 /
თუ გინდა რომ აიაქსში დიდხანს დარჩე მიქაუტაძე უნდა ათამაშო თავის პოზიციაზე თუ არადა მოგიწევს ზაფხულამდე წასვლა
ემიგრანტი
17:56 31-10-2023
3
მიქაუტაძე თავისი ათლეტური და ფიზიკური მონაცემებით არ შეესაბამება დღევანდელი ცენტრფორვარდის ტიპაჟს.ასეთი მონაცემებით მას დაბალი და საშუალო კლასის გუნდებში თუ შეუძლია მეტნაკლები წარმატებით თამაში.კი გვახსოვს ფეხბურთელები არცთუ გადასარევი ფიზიკური მონაცემებით, მიულერი ,რომარიო,შენგელია და სხვები,მაგრამ მათ სხვა განსხვავებული ,განსაკუთრებული მონაცემები ჰქონდათ ,რაც მათ მაღალ კლასს განაპირობებდა.და კიდევ :ვერ გავიგე ბატონი ლევანის ნათქვამი ცენტრფორვარდის როლის შესახებ [წინ დაგდება,ნახევარმცველთან დაგდება ...]იქნებ უფრო გასაგებად აეხსნა .?
საჩინო
16:54 31-10-2023
30

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული