ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"ხვიჩა ძალიან მიყვარს" - ოსიმენმა გაამხილა, რა ზედმეტსახელი აქვს გუნდში კვარაცხელიას

AutoSharing Option
"ნაპოლის" ფორვარდმა ვიქტორ ოსიმენმა გაამხილა, რა ზედმეტსახელი აქვს ხვიჩა კვარაცხელიას "პარტენოპეიში".

მოგეხსენებათ, ნიგერიელი და ქართველი ახლო მეგობრები არიან და ეს აფრიკელი ფეხბურთელის სიტყვებითაც დასტურდება.

"ხვიჩა ძალიან მიყვარს. ის დიდებული ადამიანია და მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. კვარაცხელიას გუნდში ჯადოქარს ვეძახით", - აქვეყნებს ოსიმენის სიტყვებს AS.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ ჯამში "ნაპოლის" მაისური 55 შეხვედრაში მოირგო, სადაც 17 გოლი გაიტანა და 22 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

alt"ამ საქციელით ყველაფერი ნათელია" - "ნაპოლის" ქომაგები ოსიმენის გაყიდვას ითხოვენ [VIDEO]

ასევე დაგაინტერესებთ