"სლოვანმა" ისევ გაიმარჯვა - კაშიამ და კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის მეორე ტურში, A ჯგუფში, „სლოვანმა“ სტუმრად „ოლიმპია“ 1:0 დაამარცხა.

ბრატისლავურ გუნდში გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს და ყვითელი ბარათები მიიღეს.

"სლოვანი", რომელსაც სლოვენიაში საქომაგოდ 1 200 გულშემატკივარი გაჰყვა, უპირატესობას ფლობდა. პირველ ტაიმში ჩავრიჩმა კაშიას პასი მიიღო, საჯარიმოში წააქციეს, პენალტი კი ვაისმა ვერ გამოიყენა. 54-ე წუთზე მასპინძელთა კარში კიდევ ერთი თერთმეტმეტრიანი დაინიშნა და ჩავრიჩმა გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.

„სლოვანი“ 6 ქულით ლიდერია და ტურნირზე შემდეგ მატჩს 26 ოქტომბერს სტუმრად „ლილთან“ გამართავს.

ლიუბლიანა. „სტოჟიცე“
ოლიმპია - სლოვანი 0:1
გოლი: ჩავრიჩი (54, პენ)
გამოიყენებელი პენალტი: ვაისი (28)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული