რუდი გარსია: ხვიჩას საუკეთესოდ სათამაშოდ დრო სჭირდება

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპზე, პირველ ტურში, სტუმრად "ბრაგასთან" მოგებული მატჩის (2:1) შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე კომენტარი "ნაპოლის" მწვრთნელმა რუდი გარსიამ გააკეთა:

"პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ და შეიძლება რამდენიმე სიტუაციაში არ გაგვიმართლა, როდესაც ბურთი ხარიხას მოხვდა და თავისი გუნდი მეკარემ გადაარჩინა. მეორე ტაიმიც კარგად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ ტემპი დავაგდეთ. ალბათ, ყველაზე დიდი უიღბლობა ის იყო, რომ მეორე გოლი ვერ გავიტანეთ. "ბრაგამ" ანგარიში გაათანაბრა, თუმცა ზილენსკის ძალისხმევით გავიმარჯვეთ. გამართლებას ჰქონდა ადგილი, რაც ადრე გვაკლდა.

რამდენიმე გამოუყენებელი მომენტის შემდეგ დი ლორენცომ გაიტანა. გუნდს შესანიშნავი შეტევითი უნარები
აქვს. ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვების მოპოვება ადვილი არასოდეს არაა და ახლა ჩვენს გულშემატკივრებს "რეალთან" შესანიშნავი შეხვედრა ელით.

ოსიმენი და "კვარა"? ვიქტორმა დიდებულად ითამაშა, მაღალი ინტენსივობით. ხვიჩა რამდენიმე ეპიზოდში კარგი იყო, მაგალითად, პირველი გოლისას, თუმცა ცოტა რიტმი აკლია, სეზონის დასაწყისში მიღებული ტრავმის შემდეგ, თავისი საუკეთესო თამაშის საჩვენებლად ჯერ კიდევ სჭირდება დრო".

მკითხველის კომენტარები / 23 /
მახსენდება რუბინში კვარას მეორე სეზონი. ვერ თამაშობდა და სლუცკის კაპიტნის სამკლაური ლამის ესროლა გაბრაზებულმა როცა ის შეცვალეს. თითქოს ისტორია მეორდება. ნეტა მწვრთნელის ბრალია? იქნებ სპალეტისთანაც ცუდად დაეწყო წელს...
გენო
20:09 21-09-2023
1
Bevri varjishinunda ro daamtkico ro is sezoni kibar gagivarda ubralod magari xar . Cuxuninda dabraleba ara aris profesionalis saqme saqmit unda daamtkicos da sra ginebit ketsbaia imdens usamartlobas acydebida klubshi da nakrebshi magram xmas ar igebda da tavisnsaqmes aketebda bolomde imitom darcha qartbelebisngulebshi rogorc yvelaze shromismoyvare da patiosaninmotamashe bareori cina taobisnfexburtelebze 100 jer meti avtoriteti aqvs tundac arvekadaeebze da sxvebze meti. Ase ro damrigebeli ar yavs xvichas ro esseni utxras
Lasha
18:34 21-09-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული