დრამატული ფინიში - კაშიას და კანკავას "სლოვანი" ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზე გავიდა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „სლოვანი“ საკუთარ მოედანზე „ზრინსკის“ დაუზავდა - 2:2.

სლოვაკური გუნდი გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა, როგორც მინიმუმ, კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური მოიპოვა და ბონუსის სახით 2.96 მილიონ ევროს მიიღებს.

გასვლაზე „ზრინსკის“ 1:0 დამარცხების შემდეგ „სლოვანის“ მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სლოვაკეთის სუპერლიგის პირველ ტურში „კოშიცესთან“ (0:0) წამყვანი ფეხბურთელები და მათ შორის გურამ კაშია და ჯაბა კანკავა დაასვენა, რადგან დღევანდელ დაპირისპირებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე კაშიამ თქვა, რომ წინა სეზონისგან განსხვავებით, მშვიდად უნდა მოეგოთ და გულშემატკივრები
არ უნდა ენერვიულებინათ. მთლად ასე არ გამოვიდა, მაგრამ საბოლოოდ მიზანს მიაღწიეს, რაც უმთავრესია.

ორივე ქართველმა შეუცვლელად ითამაშა. მასპინძლები დებიუტში ჩავრიჩმა დააწინაურა, შესვენების შემდეგ ბოსნიელთა კარი ზუბერუმ დალაშქრა, თუმცა სტუმრებმა ბარიშიჩისა და ივანჩიჩის გოლებით ანგარიშის გათანაბრება შეძლეს.

შემდეგ რაუნდში "სლოვანი" "შერიფსა" და ჰაიფის "მაკაბის" შორის გამარჯვებულს შეხვდება - 9 აგვისტოს სახლში და 15 აგვისტოს გასვლაზე.

ბრატისლავა. „ტეჰელნე პოლე“. 20 498 მაყურებელი
სლოვანი - ზრინსკი 2:2
გოლები: 1:0 ჩავრიჩი (5), 2:0 ზუბერუ (66), 2:1 ბარიშიჩი (75), 2:0 ივანჩიჩი (90+3)

მკითხველის კომენტარები / 5 /
Ex jaba da guramis nairi professionelebi xopiliynen yvela kartveli perbutelebi... zalian magrebi arian ra...
gio emigranti
12:19 02-08-2023
3
ქე არ ამევისუნთქე შვებიით!!! პატარა საქმე ხომ არ არის სლოვაკური კლუბი ჩ\ლიგის შემდეგ ეტაპზე გავიდა და 3 მლ-ონ ევრომდე გამოიმუშავაა.......აქთ კვარამ ოსიმენას საგოლე უპასა,ცოტა გაბრაზებული კი ყოფილა,მაგრამ გაუვლის,იქით საზონოვი, თურმე შეიძლება ლიონში გადავიდეს და მოსკოვის დინამო სერიოზული თანხას მიიღებს- გაბრწყინებულა ქართული ფეხბურთი და ვერ გაგვიგია, მერე რა რომ ქართულმა კლუბებმა მიმდინარე ევრო ტურნირებზე 11 ჩატარებული შეხვედრიდან მხოლოდ ერთი მოიგეს და სავარაუდოთ ისევ ნაპოლის და სლოვანის გუშემატკივრობა მოგვიწევს ამ სეზონში........
leqso
10:36 02-08-2023
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული