კვარაცხელიას პირველი მატჩი სეზონში - "ნაპოლიმ" "სპალს" ვერ სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამხანაგურ მატჩში „ნაპოლი“ წვიმიან ამინდში „სპალს“ დაუზავდა - 1:1.

ხვიჩა კვარაცხელია აქტიური იყო, ყველა სტანდარტულს ასრულებდა, პარტნიორებს პასებით ამარაგებდა, ბურთი ხარიხას გაარტყა და სეზონის პირველი შეხვედრის კვალობაზე ურიგოდ არ გამოიყურებოდა. გასათვალისწინებელია, რომ მან ვარჯიში რამდენიმე დღის წინ დაიწყო.

„ნაპოლის“ ახალმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ ფაქტიურად სათადარიგო სასტარტო შემადგენლობა დააყენა და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. კვარაცხელია და სხვა წამყვანი ფეხბურთელები შესვენების შემდეგ შევიდნენ შეცვლაზე და თამაშის სურათი შეიცვალა: ოსიმენის პასის მერე ხვიჩას დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა, „კვარამ“ რასპადორი ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა, მაგრამ
მან მიზანს ვერ უწია, კონტრშეტევისას კი მეტოქე მეკარე მერეტის შეცდომის შედეგად კურიოზული გოლით დაწინაურდა. თუმცა, მერე ანგისამ ანგარიში გაათანაბრა. წვიმა თანდათან გაძლიერდა, "სპალს" კონტრშეტევისას კიდევ ერთი შანსი მიეცა, თუმცა თავისი გუნდი მერეტმა იხსნა, ბოლოს ხვიჩას პასებით ოლივეირამ და ოსიმენმა ვერ ისარგებლეს და საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა.

შეხვედრას "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მეუღლესთან ერთად დაესწრო, ტრიბუნაზე მათთან კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი იმყოფებოდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ჯუღელი იტალიაში ხვიჩას კონტრაქტის განახლების საკითხის განსახილველად ჩავიდა. Sky Sport-ის მტკიცებით, აგენტი დე ლაურენტისს სხვა ნიჭიერ ქართველ ფეხბურთელებსაც შესთავაზებს.

შემდეგ სპარინგს „ნაპოლი“ 29 ივლისს „ჰათაისპორთან“ ჩაატარებს.

დიმარო. „კომუნალე“
ნაპოლი - სპალ 1:1
გოლები: 0:1 პულეტო (62), 1:1 ანგისა (73)

მკითხველის კომენტარები / 21 /
პირველი თამაშის თაობაზე ძალიან კარგად ითამაშა, პარტნიორებიც უფრო ხშირად აძლევდნენ პასებს (ეს მისდამი მწვრთნელის დამოკიდებულებაზე მიუთითებს), კარგად დაარტყა და 2-3 შესანიშნავი გამჭოლი პასიც გააკეთა. კიდევ ერთი რაც მომხვდა თვალში: თავის ნახევარზე არ ჩამოსულა და ბურთის დაკარგვის შემთხვევაში იქვე ერთვებოდა მის დასაბრუნებლად. ანუ სპალეტის კონცეფციიდან განსხვავებით წელს უფრო თავდასხმაზე ორიენტირებულ და ხშირ შემთხვევაში 10 ნომრად მოთამაშე ხვიჩას ვიხილავთ.
როგორც "ფეოლა" იტყოდა : "მე ძალიან კმაყოფილი ვარ მისი თამაშით".
ძველი გულშემატკივარი
13:43 25-07-2023
0
ალბათ მეორე ტაიმში გამოსული ფეხბურთელები იქნებიან ძირითადის მოთამაშეები, გამიხარდა მათ რიგში რასპადორიც რომ მოხვდა, არაა ცუდი ფეხბუთელი, ხვიჩა კი ამ სეზონში ჩემი აზრით უფრო უკეთესი იქნება ვიდრე წინაში, ორჯერ მეტ ასისტს გააკეთებს და 20 მდე გოლს შეაგდებს!
რობი
12:48 25-07-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული