ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

Balla: ლორია კარიერას თბილისის "დინამოში" გააგრძელებს

AutoSharing Option
კვიპროსული Balla-ს ცნობით, საქართველოს ნაკრების 37 წლის მეკარემ, გიორგი ლორიამ, "ანორთოსისთან" კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა.

გამოცემის მტკიცებით, ლორია თბილისის "დინამოს" შეუთანხმდა და მალე დედაქალაქურ კლუბში დაბრუნდება.

ლორია თბილისის "დინამოში" 2005-14 წლებში თამაშობდა, შემდეგ "ოფის", "ოლიმპიაკოსის", "კრილია სოვეტოვის", "ანჟის" და "მაგდებურგის" ღირსებას იცავდა, "ანორთოსისში" კი 2019 წელს გადავიდა.