"სლოვანმა" თასის ფინალში დასანანი მარცხი განიცადა

AutoSharing Option
სლოვაკეთის თასის ფინალში „სლოვანი“ ტრნავაში ადგილობრივ „სპარტაკთან“ დამატებით დროში 1:3 დამარცხდა.

ბრატისლაველთა რიგებში გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძე 84-ე წუთზე შეცვალეს.

„სლოვანმა“ ამ გუნდს 29 აპრილს ჩემპიონატზე საკუთარ მოედანზე 1:0 სძლია და დღევანდელი მატჩიც არანაკლებ დაძაბული გამოვიდა. სტუმრები ანდრე გრინმა 57-ე წუთზე დააწინაურა, 86-ე წუთზე აბდურაჰმან ტაივომ ანგარიში გაათანაბრა, დამატებით დროში კი ბრატისლაველთა კარი იაკუბ პაურმა და ფილიპ ტვარდძიკმა დალაშქრეს.

შემდეგ შეხვედრას „სლოვანი“ ჩემპიონატზე 7 მაისს სტუმრად ლიდერ დაკ-თან გამართავს, რომელსაც 1 ქულით ჩამორჩება და
ჩემპიონის ვინაობა, დიდი ალბათობით, სწორედ ამ დაპირისპირებაში გაირკვევა.

ტრნავა. „ანტონ მალატინსკი“. 15 427 მაყურებელი
სპარტაკი - სლოვანი 3:1 (ძირ. დრო 1:1)
გოლები: 0:1 გრინი (57), 1:1 ტაივო (86), 2:1 პაური (110), 3:1 ტვარდძიკი (120+4, პენ)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული