გაფუჭებული თერთმეტმეტრიანის შემდეგ "კვარა" თანაგუნდელმა გაამხნევა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის განმეორებით მატჩში "ნაპოლიმ" "მილანს" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა, მომდევნო ეტაპზე კი "როსონერი" გავიდა.

შეხვედრის 82-ე წუთზე "პარტენოპეის" ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ  თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა. როგორც Areanapoli-ს ჟურნალისტი ალესანდრო სეპე იტყობინება, მასთან უმალვე ირვინ ლოსანო მივიდა და "კვარა" გაამხნევა.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" მომდევნო მატჩს ჩემპიონატში "იუვენტუსის" წინააღმდეგ გამართავს.

altჟირუსა და კვარაცხელიას გამოუყენებელი პენალტები - "ნაპოლიმ" "მილანს" ვერ სძლია და ნახევარფინალში ვერ გავიდა [VIDEO]

altმიუხედავად გაფუჭებული პენალტისა, ხვიჩა მაინც საუკეთესო იყო - რა შეფასება მიიღო ქართველმა?

altხვიჩამ პენალტი გააფუჭა [VIDEO]

altხვიჩას დიდებული ჟესტი, რომელმაც "ნაპოლის" ქომაგები

აღაფრთოვანა
მკითხველის კომენტარები / 7 /
ჩვენი ხვიჩა ყველაზე მაგარია, მაგრამ პენალტი არ უნდა დაერტყა
ავთო
11:35 19-04-2023
1
ამ თამაშში ვინმეს თუ შეეძლო მარტოს მოეგო მილანისთვის ჩვენი მეგობარი იყო. ასე რომ ეხლა რამე უარყოფითის წერა არ მგონია მიზანშეწონილი. კვარას არ გაუმართლა კი არა, მთელი მილანი და მათი მწვრთნელი მარტოს ეთამაშებოდა. მთელი მატჩი დაძაბული ამყოფა მილანი, თორემ ანგარიში მეტი იქნებოდა იმათ სასარგებლოდ. ეს ნაქები ოსიმენი , რომელიც "კვარაზე მაგარი" იყო ბევრს რომ ჰკითხო ხოლმე, ისე გააქრეს, რომ საერთოდ მისი სიმაღლეც კი ვერ გამოიყენა, არათუ რამე სხვა. გოლი რომ
გაიტანა , ეგ შეტევა ისევ კვარას დაწყებული იყო და შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაასვეს თავზე. სპალეტის უნდა შეეცვალა კვარასთვის ადგილი და დავალება, მაგრამ პრიმიტიული გადაწყვეტილებები მიიღო, ბოლომდე უყურა ერთი და იგივეს. პირწმინდად ეს დაპირისპირება სპალეტიმ წააგო პიოლისთან. მთავარი შეცდომა ის იყო, რომ სამივე თამაშში კვარა დატოვა ფლანგზე ერთი და იგივე მცველების წინააღმდეგ. ლოსანოს ადგილზე რომ გადაეყვანა, ვინ იცის რას უზამდა იმ მარჯვენა ფლანგს. არც უცდია არაფერი
კაპიტან გარდენბურგი
11:15 19-04-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული