ხვიჩა კვარაცხელია: საქართველოს მომავალი ევროპაშია

AutoSharing Option
"ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.

"საქართველოს მომავალი ევროპაშია", - წერს კვარაცხელია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექტს პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით და­უ­ჭი­რა მხარი, რასაც მასობრივი საპროტესტო აქცია მოჰყვა.

მოქმედი სპორტსმენებიდან აქამდე პროტესტი მხოლოდ საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ გამოთქვა, სპეციალური განცხადებები კი საფეხბურთო კლუბებმა თბილისის "დინამომ" და "გაგრამ", აგრეთვე, ცნობილმა ქართველმა ფეხბურთელმა შოთა არველაძემ გააკეთეს.
მკითხველის კომენტარები / 161 /
მოკლედ ყველამ დაწერა ევროპა მინდაო, გარკვეული პრორუსული დაჯგუფებების გარდა და მანდამაინც კვარას დაეტაკენ რასქვია შენ გინდა ევროპაო . ამაზე მეტი სასაცილო და თან სატირალი რაღა უნდა იყოს.
ზოგი ისე წერს ევროპა მინდაო, აზრზე არაა რა არის ევროპა, ჰუმანიზმის და ღირებულებების გამო კი არ უნდათ, პატრონს ეძებენ იქაც, ან კარგი საშოპინგო ადგილები რომ არის იმიტომ უნდათ.
კვარამ კი ზუსტად იცის რატომაც უნდა ევროპა, თავისი კარიერა სადაც უნდა აეწყო თავიდანვე იცოდა . ევროპაში თამაშის მერე გახდა მსოფლიო ვარსკვლავი, და არა როტორებთან და ურალებთან.
თუ ვინმესთან წაჩხუბება გინდათ, ისეთებს წაეჩხუბეთ, ვინც აზრზე არაა რატო დაწერა ევროპა მინდაო. კვარას თავი დაანებეთ, ნუ ამყოფებთ მუდმივად სტრესის ეპიცენტრში. შეეგუეთ, რომ დამოუკიდებელი ინდივიდია და საკუთარი აზრი გააჩნია. რასაც უნდა იმას იტყვის და დაწერს. შეეგუეთ და მიიღეთ, თუ არ მოგწონთ არ უგულშემატკვროთ. ვიღაც ქალი წერდა, მისი კალენდარი დავხიეო. რა უნდა ელაპარაკო.
რა გასაცოდავებულია ქართველი ხალხი.ბოღმით და სიძულვილით სავსე. ერთი გამოერევათ საუკეთესო და იმასაც ზედ გადაუვლიან. არცერთმა მხარემ არ დააკლო კვარაცხელიას ბულინგი, სრულიად უსამართლოდ. ნეტა საერთოდ რატომ ჩამოდის ამ ქვეყანაში.
Spain
02:22 09-03-2023
5
რა საცოდავი კომებტარებია.
ხვიჩას ეუბნებით უკვე ნაციონალებში ჩაგწერეთო და ანუ ნაცი ხარო?
ვაი თქვენს პატრონს მართლა :)
ვისაც ევროპა უნდა ყველა ნაცი ყოფილა თურმე.
როგორ არ გიტყდებათ ეს გაუნათლებლობა.
ორუელის "ცხოველების ფერმა"ს გირჩევდით. პატარა წიგნია. წაიკითხეთ და იცნობთ ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც იქ :))
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული