სპალეტი "იუვენტუსთან" მატჩამდე ხვიჩას პირადად გაესაუბრება - რის თქმას აპირებს "ნაპოლის" მწვრთნელი კვარაცხელიასთვის

AutoSharing Option
Il Mattino-ს ინფორმაციით, "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი გუნდის ქართველ ვარსკვლავ ხვიჩა კვარაცხელიას "იუვენტუსთან" თამაშის წინ პირადად გაესაუბრება.

იტალიელი სპეციალისტი აპირებს ჩვენებურს უთხრას, რომ მიუხედავად ბოლო ორ თამაშში მცირედი ჩავარდნისა, მას კვლავ ენდობა და მნიშვნელოვან ფეხბურთელად თვლის.

სპალეტიმ იცის, რომ ეს ფსიქოლოგიური პრობლემაა და ასეთ დროს ვარსკვლავობიდან კვარაცხელიას მსგავსი მოთამაშეები ნორმალურ ფეხბურთელებს ემსგავსებიან.

შეგახსენებთ, რომ "ნაპოლისა" და "იუვენტუსის" შეხვედრა 13 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 20 /
რაც არ უნდა გვეწყინოს ფაქტია - კვარას კი არ უწყობს გუნდი ხელს, კვარას ავალია სხვებისთვის ხელშეწყობა - ასე კი არაფერი გამოვა. ბენზემა რომ რონალდოს დამხმარე იყო საშუალო დონედ თვკიდა ყველა და რონალდოს მერე როგორ დაფრინავს კი ვხედავთ ყველა. სპალეტიმ ჩასვა ჩარჩოებში და არც მომავალში მისცემს საჭირო თავისუფლებას - არ არის მაგ სტილის მწვრთნელი. და ვისაც გონია სპალეტიმ აათამაშა ხვიჩაო, ვფიქრობ ძალიან ცდება - ის რაც მოგვწონდა ხვიჩამ თვითონ მიიტანა ნაპოლიში, სპალეტის მუშაობის შედეგი კი ეს არის - პოლიტანოს დონე.
1
მეტოქე გუნდების მწვრთნელები ყველა თამაშის წინ ხვიჩას სხვადასხვა ხაფანგებს რომ უმზადებენ და ლამის მთლიან სტრატეგიას ხვიჩას წინააღმდეგ აგებებენ სპალეტი რატომ არ მიმართავს ზომებს ? თუ სტრატეგიის და აზროვნების უნარი არა აქვს ?? რატომ არ ავალებს ხვიჩას რომ ხშირად შეიწიოს ცენტრში და მარ5ჯვენა ფლანგზეც გადმოვიდეს ხანდახან(ყველამ ვიცით და ვნახეთ რა კარგად თამაშობს ხვიჩა მარჯვენა ფლანზეც) ადრე დავწერე რომ ელმასი უნდა დააყენოს მარჯვენა ფლანმგზე არაფრისმაქნის პოლიტანოს და წასასვლელად გამზადებულ ლოსანოს მაგივრად ! ჯერ ერთი მაგათზე ნაკლებად ნაღდად არ ითამაშებს ელმასი და რაც მთავარია ხვიჩას ხშირად გაუცვლის ფლანგს და ამით აურევენ მეტოქეებს ხაფანგებს და გეგმებს !
zura222
20:36 12-01-2023
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული