ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

მიქაუტაძის და "მეცის" წარუმატებელი სერია გრძელდება

AutoSharing Option
საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-13 ტურის დასკვნით მატჩში „მეცი“ გასვლაზე ერთ-ერთ ლიდერ „ჰავრთან“ 0:2 დამარცხდა.

სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ 76-ე წუთამდე ითამაშა და საგოლე მოქმედებით ისევ ვერ გამოიჩინა თავი. ის ზედიზედ მეექვსე შეხვედრაში ვერ ახერხებს გოლის გატანას.

ლოტარინგიულმა გუნდმა ბოლო 3 მატჩში მხოლოდ 1 ქულა მოიპოვა, 15 ქულით მე-12 ადგილზეა, 7 ნოემბერს „სენტ-ეტიენს“ უმასპინძლებს და თუ წარუმატებლად ასპარეზობა გააგრძელებს, შეიძლება გასავარდნად გაუხდეს საქმე.

ასევე დაგაინტერესებთ