მიქაუტაძემ ისევ ვერ გაიტანა - "მეცმა" "სოშოსთან" ქულები გაიყო

AutoSharing Option
საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-12 ტურში „მეცი“ საკუთარ მოედნანზე ერთ-ერთ ლიდერ „სოშოს“ დაუზავდა - 0:0.

მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ გოლის გატანა ვერ შეძლო. მან უკვე ზედიზედ მეხუთე მატჩში ვერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.

„მეცი“ 15 ქულით მეთერთმეტე ადგილზეა და 24 ოქტომბერს სტუმრად „ჰავრს“ დაუპირისპირდება.

ლიგა 2-ის ლიდერი ზურიკო დავითაშვილის „ბორდოა“, რომელიც 17 ოქტომბერს გასვლაზე „ბასტიას“ შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
მიქაუტაძე მოუმატება... წარმატება მას და საქართველოს ნაკრებს!!!
tngh
14:11 16-10-2022
0
ჟორჟიკა გაიღვიძე!
ეეე
00:01 16-10-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული