კვარაცხელია მოედანზე მთავარი პირი იყო - "ლივერპულთან" იმავე განწყობით!

AutoSharing Option
ყოველთვის ვცდილობთ, კვარაცხელიას თამაშს, აღფრთოვანების პარალელურად, კრიტიკული ელემენტებიც არ მოაკლდეს, რადგან ვიცით, ხვიჩას კიდევ უფრო მეტი შეუძლია და ამის გამოც ვფრთხილობთ, მან თავისი მაქსიმუმის შესახებ ნაადრევად არ ირწმუნოს. ამის მიუხედავად, არის მატჩები, როცა მხოლოდ უნდა დატკბე.

"ნაპოლის" ქართველი შემტევის თამაშში ყველაფერი ვნახეთ - ტექნიკის დემონსტრირება, არაორდინარული გადაწყვეტილებები, ფინტები, ართმევაზე თამაში და გოლი!  ხვიჩათი კიდევ ერთხელ აღფრთოვანდა მარადონა "ჯუნიორი", რაც ცოტას არ ნიშნავს...

Sportall.Ge

წინა შეხვედრის შემდეგ აღვნიშნეთ, რომ მთავარ მწვრთნელ სპალეტის კვა
რაცხელიას ირგვლივ თამაშის მეტად აწყობასა და შესაბამის სტრატეგიაზე უნდა ეფიქრა. რაც ვნახეთ, ახლა მარცხენა ფლანგი უფრო დაიტვირთა, ვიდრე გასულ მატჩებში. ხვიჩა ისევ რამდენიმე ფეხბურთელის გარემოცვაში ექცეოდა. "ლაციოელებმა" თამაში ძალიან აქტიური პრესინგით დაიწყეს და მეტოქეს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდნენ. დროთა განმავლობაში ნეაპოლელებმა მოწინააღმდეგეს საკუთარი თამაში მოახვიეს, "კვარაც" უფრო ლაღად ათამაშდა, სივრცეები მეტად იპოვა და მოედანზე მთავარი პირი გახდა. დიახ, ის და არა თუნდაც რომაელთა სერბი ლიდერი მილინკოვიჩ-სავიჩი.

Sportall.Ge

ვცდილობთ, შეფასებაში მაქსიმალური თავშეკავება გამოვიჩინოთ, თუმცა ვხედავთ ავტორიტეტული "გაზეტას" პოსტერს, სადაც კვარაცხელიასა და მარადონას ერთგვარი მიქსია ასახული. ხვიჩა წამყვანი გამოცემების გარეკანზეა. ამ ბიჭმა მართლაც ბევრი რამ გაიარა, ცოტა ხნის წინ ერის მოღალატედაც კი შერაცხეს (ჯერ არ დაგვვიწყებია) და ამ საყოველთაო აღმაფრენასაც შესაბამისად შეხვდება. სპალეტიმ თქვა კიდეც, ძალიან თავმდაბალი ბიჭია, თუმცა მოედანზე როცა შედის, სულ სხვა ხდებაო...

სუბიექტურობისგან დაცლილებსაც იმავეს თქმა შეგვიძლია, რაც მანამდე - კვარაცხელია ამ "ნაპოლის" ერთ-ერთი მთავარი ძალაა. უკვე ის განცდა რჩება, რომ როგორ ცუდადაც უნდა მისდიოდეს გუნდს თამაში, ქართველი ფეხბურთელი თავის სიტყვას მაინც იტყვის. ასე იყო "ლაციოსთან" - ხვიჩა თითქოს ცოტათი ანერვიულდა, რადგან ჯერ შედევრამდე ცოტა დააკლდა, მომენტებს ქმნიდა, მაგრამ ვერ იყენებდა, ერთხელ უსამართლოდაც დააჯარიმეს, მაგრამ მას სჯეროდა და გაიტანა. ასეთი განწყობით იქნება ის "ლივერპულთან" ჩემპიონთა ლიგაზეც. იურგენ კლოპი საკმაოდ ბევრს იფიქრებს იმაზე, როგორ შეაჩეროს იტალიელთა მარცხენაფლანგელი...

Sportall.Ge

კვარაცხელიამ სოციალურ ქსელებსა და რეალურ ცხოვრებაში პოზიტიური დღის წესრიგი შემოგვიტანა. ისევ გამოჩნდა ხალხი, ვინც ამ საყოველთაო აღტაცებას ბანალურს უწოდებს. ჩვენ მათი ხსენებით ვინმეზე მაღლა დადგომას არ ვაპირებთ, უბრალოდ გვიკვირს, ჩასაფრებული იყო ადამიანთან, რომელსაც ამდენი სიხარულის მინიჭება შეუძლია.

ხვიჩას დამატებით არ დავძაბავთ, გვინდა ჩემპიონთა ლიგაზე ხმაურიანი დაბრუნება და კვლავ ქართული გოლი "ლივერპულის" კარში, მაგრამ ეს ყველაფერი შეკვეთით არ ხდება, არც ფეხბურთი შედგება მხოლოდ ამ დეტალისგან. ახლა ამ შეხვედრამდე ყველანი წამებს ვითვლით და ბოლომდე არ გვჯერა, ჩვენ თავს რაც ხდება - დიდ ფეხბურთში დიდი ნიჭით ვართ!

altხვიჩას რომაული სპექტაკლი - წინ "ლივერპულთან" მატჩია [VIDEO]

altსპალეტი კვარაცხელიაზე: მოკრძალებულია, მაგრამ როდესაც მოედანზე გადის...

მკითხველის კომენტარები / 37 /
დინამო-ლივერპულის 3:0-ვით გაგვახარე
ფორცა კვარა
11:23 06-09-2022
0
რა გჭირთ საკაბელოები ხომ გაქვთ მე მაგთისადი მაქ დავამატებიე რაც მქონდა პაკეტი სეტანტა 2 ლარი დაემატა მარტო 304-303 არხზე დასვეს
Soso
23:25 05-09-2022
0

სიახლეები პოპულარული