ხვიჩას რომაული სპექტაკლი - წინ "ლივერპულთან" მატჩია [VIDEO]

AutoSharing Option
სერია A-ს მე-5 ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „ლაციოს“ 2:1 სძლია.

გასულ მატჩში „ლეჩესთან“ წარუმატებელი ექსპერიმენტის შემდეგ ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა სპალეტიმ ოპტიმალური შემადგენლობა დააყენა და ხვიჩა კვარაცხელია სასტარტოში დააბრუნა. რომაელები დებიუტში დაწინაურდნენ, რის შემდეგაც სტუმრები ბევრს უტევდნენ და მათ რიგებში გამორჩეული ქართველი გახლდათ. მთავარ ეპიზოდებზე გავამახვილებთ ყურადღებას:

. მეურვეს გასცდა, საჯარიმოში მეკარესთან პირისპირ გადიოდა, მაგრამ მსაჯმა რატომღაც წესების დარღვევა დაუფიქსირა.
. ერთი შეხებით კარის წინ გაკეთებულ გადაცემას პარტნიორები ვერ გამოეხმაურენ.
. მცველ ბურთი მოჰპარა, წინ წაიწია, თუმცა მეკარემ გატანა არ დაანება.
.
შემდეგ კვარამ საოცარი ფინტით მოწინააღმდეგე ზიდანის სტილში ჩამოიცილა, შორიდან დაარტყა და ბურთი ძელს გაარტყა. ასეთი რამის გაკეთება მხოლოდ დიდ ფეხბურთელებს შეუძლიათ.

. 38-ე წუთზე მინ ჟაემ თავურით ანგარიში გაათანაბრა.
. შესვენების შემდეგ ოსიმენის თავური ძელს მოხვდა.
. ქართველმა ზილენსკის კარგი გადაცემა გაუკეთა და მის მიერ თავით დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია.
. ტრავმირებული ლოსანოს ნაცვლად შეცვლაზე შესულმა პოლიტანომ კვარაცხელია გოლკიპერს პირისპირ შეჰყარა, მაგრამ მან მომენტი ხელიდან გაუშვა.
. ხვიჩამ ზილენსკის კარგი გადაცემა ვერ გამოიყენა.
. ოსიმენის დარტყმული ბურთი პროვედელმა მოიგერია.
. ხვიჩამ დიდებული გამარჯვების გოლი გაიტანა და 68-ე წუთზე შეცვალეს. მის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატზე 4 გოლი და 1 საგოლე პასია.

„ნაპოლი“ 11 ქულით ლიდერია და 7 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგაზე „ლივერპულს“, ხოლო 10 სექტემბერს იტალის პირველობაზე „სპეციას“ უმასპინძლებს.

სპალეტის გუნდმა თაობათა ცვლა უპრობლემოდ გადალახა, რაც გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, დიდწილად ჩვენებურის დამსახურებაა.

რომი. „ოლომპიკო“

ლაციო - ნაპოლი 1:2
გოლები: 1:0 ძაკანი (4), 1:1 მინ ჟაე (38), 1:2 კვარაცხელია (61)

მკითხველის კომენტარები / 91 /
შენ გენაცვალეთ ქართველობის გააზრებისათვის ... ფიზიკურად მაგრად, შემტევი,აგრესიული, ტექნიკური,სწრაფი, გამტანი...ოღონდ თავში არ აგივარდეს და ბურთისათვის ბრძოლა-არასოდეს შეწყვიტო და ვარსკვლავი იქნები!!!
კახაბერი
00:09 05-09-2022
0
ძალიან კარგი ბიჭია ხვიჩა. ლივერპულის მცველებს ისეთ ილეთებს დაუტრიალებს, რომ ლივერპულის გულშემატკივრებიც კი ტაშს დაუკრავენ.
ქ. გ.
14:21 04-09-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული