ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ბათუმის "დინამოს" მძლეველი "ლეხი" ისევ დამარცხდა

AutoSharing Option
ძალიან არადამაჯერებლად ასპარეზობს "ლეხი", რომელმაც კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის "დინამოს" სძლია.

პოზნანური გუნდი პოლონეთის სუპერთასზე "რაკუვთან", ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "ყარაბაღთან", ექსტრაკლასაზე პირველ ტურში "სტალთან", მეორე ტურში კი პლოცკის "ვისლასთან" დამარცხდა.

ბოლო ორი მარცხი "ლეხმა" საკუთარ მოედანზე იწვნია. გუშინ "ვისლასთან" 1:3 წაგებულ მატჩში ნიკა კვეკვესკირი 57-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, ხოლო გიორგი წიტაიშვილი მწვრთნელმა ჯონ ვან დენ ბრომმა სათადარიგოთა შორის დატოვა.

"ლეხი" კონფერენს ლიგის მესამე რაუნდში რეიკიავიკის "ვიკინგურს" დაუპირისპირდება - 4 აგვისტოს სტუმრად და 11 აგვისტოს სახლში.

ასევე დაგაინტერესებთ