ბერიძემ და ზივზივაძემ გაიტანეს - "უიპეშტი" წინ მიიწევს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უნგრეთის ჩემპიონატზე ბუდუ ზივზივაძემ და გიორგი ბერიძემ გამოიჩინეს თავი.

27-ე ტურში ქართველების "უიპეშტმა" გასვლაზე "პაკშის" 3:1 სძლია. 24-ე წუთზე მასპინძლები დაწინაურდნენ, 37-ე წუთზე ბერიძემ ზივზივაძის პასით ანგარიში გაათანაბრა, 56-ე წუთზე უკვე ბერიძის პასით ზივზივაძემ გაიტანა, ხოლო შემდეგ ბერიძის ჩაწოდებული ბურთი მცველმა საკუთარ კარში ჩაჭრა.

ბერიძემ 72-ე წუთამდე ითამაშა და მის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე 6 გოლია, ზივზივაძემ კი შეუცვლელად ითამაშა და რაც "უიპეშტში" გადავიდა, 7 მატჩში 7 გოლი გაიტანა.

ჩვენებურების ძალისხმევით "უიპეშტი" გასავარდნი ზონიდან ამოვიდა, 36 ქულით მე-5 ადგილზეა და 16 აპრილს
"ზალაეგერშეგის" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
გამთამაშებლადაც ივარგებს
ლევან მაღლაკელიძე
14:19 11-04-2022
0
რა ქნას ბერიძემ მეტი, ავტომატიდან ხომ არ დაცხრილავს კარს :)
საბა
14:12 11-04-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული