"ბუდუ-გოლმა" ისევ გაიტანა - "უიპეშტმა" გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ უნგრეთში კვლავ გამოიჩინა თავი.

ჩემპიონატის 30-ე ტურში "უიპეშტმა" სახლში 2:0 სძლია მტკ-ს, ზივზივაძემ 82-ე წუთზე გოლი გაიტანა, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და 83-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო გიორგი ბერიძემ 62-ე წუთამდე ითამაშა.

ბუდუმ, რაც "ფეჰერვარიდან" "უიპეშტში" იჯარით გადავიდა, ჩემპიონატის 6 მატჩში 6 გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, მისი გოლით საქართველოს ნაკრებმა 26 მარტს სტუმრად ამხანაგურ შეხვედრაში ბოსნია 1:0 დაამარცხა.

"უიპეშტი" 33 ქულით მე-7 ადგილზეა და 10 აპრილს გასვლაზე "პაკშის" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ეს ბიჭი მგონი ჯეიმ ვარდს დაემსგავსა უცებ გარდაიქმნა.თანაც ვარდიდან განსხვავებით დრიბლინგის ნიჭია აქ.მიქაუტაძის დამისი კონკურენცია იქნება ნაკრების წარმატება
Mosexoneli
08:45 04-04-2022
0
ისე, აღსანიშნი ფაქტია, რომ ბუდუ ცაციაა და ეს გოლი "სუსტი" ფეხით გაიტანა ;))
Burton
05:44 04-04-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული