მაშველიც ასეთი უნდა - ბუდუ მოედნიდან უგოლოდ არ გადის [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უნგრეთის ჩემპიონატის 24-ე ტურში „უიპეშტმა“ სტუმრად „დებრეცენი“ 2:1 დაამარცხა.

"უიპეშტი" მე-5 წუთზე ბუდუ ზივზივაძემ დააწინაურა, 45+3-ე წუთზე ანტონოვმა მასპინძლებს მეორე გოლი გაუტანა, ხოლო 65-ე წუთზე ჯუჯაკმა პენალტით ანგარიში შეამცირა. ზივზივაძემ, ისევე როგორც მისმა თანაგუნდელმა გიორგი ბერიძემ შეუცვლელად ითამაშა.

ზივზივაძის გადასვლამდე ბუდაპეშტური გუნდი მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, გასავარდნად ჰქონდა საქმე, მაგრამ მას შემდეგ ყველა ტურნირზე ზედიზედ 5 გამარჯვება იზეიმა, 30 ქულით მეექვსე ადგილზეა და 20 მარტს „ჰონვედს“ უმასპინძლებს.

ბუდუმ "უიპეშტის" რიგებში ჩემპიონატის 4 მატჩში 5-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი. მის ანგარიშზე ამ სეზონში
ჩემპიონატის 15 შეხვედრაში 7 გოლია.

მკითხველის კომენტარები / 1 /
რამდენს ნიშნავს მწვრთნელის ნდობა:
წინა გუნდში 12 თამაშში 2 გოლი ჰქონდა გატანილი და აქ 4 თამაშში უკვე 5 გოლი გაიტანა!
Burton
23:16 12-03-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული