ზივზივაძე ბერიძესთან დუეტში შეუტევს

AutoSharing Option
goal.com/hu იტყობინება, რომ თავდამსხმელი ბუდუ ზივზივძე "ფეჰერვარს" დატოვებს და მალე "უიპეშტთან" გააფორმებს კონტრაქტს.

გამოცემის მტკიცებით, მხარეები უკვე ყველაფერზე შეთანხმდნენ.

ზივზივაძემ "ფეჰერვართან" მოქმედი ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და კლუბს სურს, ვიდრე თავისუფალი აგენტი გახდება, მასში გარკვეული თანხა მიიღოს. Transfermarkt-ის მიხედვით ბუდუს სატრანსფერო ფასი 600 ათასი ევროა.

"უიპეშტი" დღეს სტუმრად "გიმროსთან" 0:1 დამარცხდა (ბერიძემ შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო), 19 ტურის შემდეგ 17 ქულით ბოლოსწინა, მე-11 ადგილზეა, ნამატჩევს უკმაყოფილო გულშემატკივრებმა ფეხბურთელებს ტრიბუნაზე უხმეს და მათი წარუმატებელი თამაშის გამო უკმაყოფილება გამოხატეს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
უნგრეთის ჩემპიონატს ისევ ჩვენი ჯობია მემგონი
დათო
07:19 06-02-2022
5
ჩამოვა მალე ტორპედოში ისე მიდის მაგის საქმე
საღორიაზე ირბენს ბოლოს
რატი
01:35 06-02-2022
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული