ქართული ჩემპიონთა ლიგა - აბუაშვილის 8 წუთი

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის 2021-22 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპი დასრულდა. თეორიულად, მასში მონაწილეობის შესაძლებლობა მხოლოდ ერთ ქართველ ლეგიონერს ჰქონდა - თუკი გიორგი აბუაშვილს "პორტუს" ძირითად გუნდში ათამაშებდნენ. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა, თუმცა 18 წლის ნახევარმცველმა ახალგაზრდულ ტურნირზე იასპარეზა.

პორტუგალიელთა 19-წლამდელთა გუნდი მადრიდის "ატლეტიკოსთან" 1:2 დამარცხდა, აბუაშვილი კი შეხვედრაში 82-ე წუთზე, მასპინძელთა მხრიდან ერთადერთი გოლის ავტორ დიეგო ფილიპე პაჩეკო აბრეუს ნაცვლად შევიდა.

"პორტუს" ახალგაზრდებმა ტურნირი 10 ქულით დაასრულეს, ისევე, როგორც მადრიდელებმა, თუმცა "პორტუს" უარყოფითი ბურთების ბალანსი (8:9) აქვს და ჯგუფში მე-3 ადგილზე გავიდა.
პირველზე "ლივერპულია" (11 ქულით), უკანასკნელზე კი - "მილანი" (2 ქულა).

გიორგი აბუაშვილმა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში უკანასკნელად მიმდინარე წლის 13 ნოემბერს, დანიელი თანატოლების წინააღმდეგ (0:3 დავმარცხდით) ამხანაგურ დაპირისპირებაში იასპარეზა.

altაბუაშვილის დუბლი "პორტუში" და "ატლეტიკოსთან" დაპირისპირების შანსი

მკითხველის კომენტარები / 2 /
სამწუხაროდ ქართული ფეხბურთს, ვაკონკრეტებ -დღევანდელი რეალობით გაზრდის პერსპექტივა არ აქვს, ერთ წრეზე ვტრიალებთ, ვინც რეალურად პატრიოტია და ცოტა ჩახედულია მიხვდება....ძირფესვიანად შესაცვლელია მიდგომები, ბავშვებთან უცხოელი მწვრთნელების( ფსიქოლოგებისაც) მუშაობის/დახმარების გარეშე წინ ვერ წავალთ.... საერთო ჯამში განათლების( მენტალიტეტის) პრობლემები ოკვეთება....
გუსანი
11:09 08-12-2021
0

სიახლეები პოპულარული