"ბელგიასთან ცუდი მოგონებები აქვს..." - ქვილითაიას აგენტი ფეხბურთელის მომავალზე საუბრობს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ანორთოსისის" ფორვარდი გიორგი ქვილითაია მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ გამოიყურება.

ჩვენებურს თითქმის ყოველ შეხვედრაში გააქვს გოლი და კარგ თამაშს აჩვენებს.

მოგეხსენებათ, ის ფამაგუსტურ გუნდში "გენტიდან" იჯარით თამაშობს. ჩვენ ფეხბურთელის აგენტს, გოგა გახოკიძეს დავუკავშირდით და ქვილითაიას მომავლის შესახებ დავეკითხეთ.

"ნაკლებად სავარაუდოა, რომ გიორგი "გენტში" დაბრუნდეს. მას გუნდთან კიდევ 1 წლით აკავშირებს კონტრაქტი, თუმცა ფაქტია, რომ მას ბელგიასთან კარგი მოგონებები არ ექნება.

ყველას კარგად მოეხსენება, რომ ქვილითაია "ანორთოსისში" ბრწყინვალედ ასპარეზობს. რა თქმა უნდა, მის მიმართ დიდი ინტერესი იქნება და ვნახოთ...

ყველაფერი
ზაფხულში გადაწყდება და იმედი მაქვს, გიორგი კარგ გუნდში აღმოჩნდება", - ამბობს გახოკიძე.
მკითხველის კომენტარები / 3 /
კარგით რა 70 პროცენტი გოლების მგონი პენლებით გაიტანა ამის ფუტბალისტობა არ გაიშვა,ბელგიაში ვერ გაქაჩა ამან კიპრზე კიდე გუცაევიც გაქაჩავს ეხლაც
anzora
18:07 09-02-2021
2
ბელგიაში წარმატებით ათამაშებული ქართველი არ მახსენდება რატომ მიდიან ამ ბელგიაში ვერ ვხდები არ არის ეს ქართველებისთვის კარგად დაცდილი ჩემპიონატი.
გიო
19:58 03-02-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული