ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ლუკა ზარანდია "ტობოლიდან" "ზულტე-ვარეგემში" ბრუნდება

AutoSharing Option
24 წლის ნახევარმცველ ლუკა ზარანდიას "ტობოლთან" საიჯარო ხელშეკრულება დაუსრულდა და "ზულტე-ვარეგემში" ბრუნდება, - ამის შესახებ ინფორმაციას კუსტანაური კლუბი თავისი ვებგვერდით ავრცელებს.

ზარანდიამ "ტობოლში" მხოლოდ 2 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 1 გოლი გაიტანა, შემდეგ კი კორონავირუსის გამო ყაზახეთის ჩემპიონატი შეჩერდა.

"მადლობა, ლუკა", - დაემშვიდობა "ტობოლი" ზარანდიას.

Sportall.Ge

ჯერ უცნობია, გააგრძელებს თუ არა ზარანდია კარიერას ბელგიურ გუნდში, თუ ისევ იჯარის წესით სხვა კლუბში გაუშვებენ. მას "ზულტე-ვარეგემთან" კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.